
ახალ ბიოგრაფიულ დრამაში ცნობილი მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის როლს ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობი ნაომი ექი შეასრულებს. ფილმს, ჰიუსტონის ერთ-ერთი სიმღერის მსგავსად, „I Wanna Dance With Somebody“ ერქმევა. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ Hollywood Reporter-მა გაავრცელა.
ექი კინოკრიტიკოსთა ყურადღების ცენტრში 2019 წელს მოექცა, როდესაც სერიალში „წყეული სამყაროს დასასრული“ ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. შესრულებისთვის მსახიობმა ბრიტანეთის სატელევიზიო აკადემიის ჯილდოც მოიპოვა.
ფილმზე „ბოჰემური რაფსოდიის“ სცენარისტი ენტონი მაკერტენი და რეჟისორი სტელა მეგი მუშაობენ. ნამუშევრის პრემიერა 2022 წელსაა დაგეგმილი.