რეკორდული, 87 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, ქველმოქმედება დიდ ბრიტანეთში

Photo Credits to TripAdvisor/PA

დიდ ბრიტანეთში გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათების პროგრამა მოქმედებს, რომლის წყალობითაც გადასახადის გადამხდელებმა 87 მილიონი დოლარის ღირებულების ნამუშევრები გადასცეს მუზეუმებს. აღნიშნული პროგრამა მათ აძლევს საშუალებას გადასახადების გადავადების სანაცვლოდ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნამუშევრები გადასცენ მუზეუმებს.

სახელმწიფოს მიერ შემოღებული პროგრამა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მოქმედი „Cultural Gifts Scheme“ ბევრი მეწარმისთვის საყურადღებო გახდა. ეს სქემა მათ საშუალებას აძლევთ გადასახადები გადაავადონ. 

Photo Credits to Marc Haegeman

ნამუშევრებში ყველაზე ძვირადღირებული იყო პოლ გოგენის მანუსკრიპტი, რომელიც ლონდონის კორთაულდის ინსტიტუტს გადასცეს. ნამუშევარი 8.7 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა. ეს ხელნაწერი იმით გამოირჩევა, რომ იმპრესიონისტმა ის შექმნა სიკვდილამდე 2 თვით ადრე კუნძულზე, საკუთარ ქოხში. ეს არის პოლ გოგენის ერთადერთი მანუსკრიპტი, რომელიც მოიძებნება ბრიტანელების კოლექციაში.

Photo Credits to The Courtauld

ასევე აღსანიშნავია კამილ პისაროს ნახატი, Soleil couchant dans notre pré, რომელიც ფრანგმა იმპრესიონისტმა 1887 წელს შექმნა. ეს ნივთი ლონდონის ეროვნულ გალერეაში მოხვდა. რემბრანდტის გრავიურები ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ მუზეუმში განათავსეს. აღსანიშნავია, რომ ქველმოქმედების უმეტესი ნაწილი ლონდონის გარეთ მდებარე დაწესებულებებს გადაეცა.

Photo Credits to The National Gallery, London.