6 გამორჩეული არტისტი ინტერნეტ სივრცეში

კორონავირუსის გავრცელების გამო არტისტებს აღარ აქვთ საშუალება თავიანთი ნამუშევრები წარუდგინონ დამთვალიერებლებს. იმისთვის, რომ ახალ რეალობას შეეგუონ, ისინი არაერთ პლატფორმას იყენებენ. დღეს ბევრი ხელოვანი „მოღვაწეობს“ ინსტაგრამზე, რათა ვირტუალურ სამყაროში მაინც შეძლოს ნამუშევრების წარდგენა. წარმოგიდგენთ 6 არტისტს, რომლებიც დიდი პოპულარობის სარგებლობენ ინტერნეტ სივრცეში.

ელისონ შოთზი
Photo Credits to Artspace

არტისტი ბრუკლინში მოღვაწეობს. მის ნამუშევრებს მსოფლიოს არაერთ წერტილში აკვირდებიან დიდი ინტერესით. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ის არ იცავს წესებს და ყოველთვის გამოირჩევა არაორდინალური სტილით. ელისონის ნამუშევრები ინდიანაპოლისის ხელოვნების მუზეუმშიც არის წარმოდგენილი. მათი ნახვა ამერიკის შეერთებული შტატების გარეთაც არის შესაძლებელი, მაგალითად ტოკიოში.

KC CROW MADDUX
Photo Credits to Maddux’s website

ხელოვანი ბრუკლინში ცხოვრობს. ის უმეტესად ფსიქოლოგიურ, სოციალურ და ემოციურ თემებს ეხება საკუთარ ნამუშევრებში. არტისტი ინსპირაციის წყაროა სხვა ხელოვანებისთვისაც – მისმა ნამუშევარმა სპრინგბრეიკის 2020 წლის ფესტივალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე.

რაინენ კნიჩტი
Photo Credits to ArtSpace

არტისტი პორტლენდში ქმნის ნამუშევრებს. ის კრეატიულობით გამოირჩევა და უმეტესად მის წარმოსახვით ბუნებას ავლენს. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი შემოქმედება ტრადიციულ სტილსაც მოიცავს, ამავდროულად, ის ცდილობს, სიახლეც შექმნას. რაინენის ნამუშევრები ორეგონსა და სან ფრანციკოს მუზეუმებშიც არის გამოფენილი.

რუთ აიჯი
Photo Credits to Ruth Ige’s website

რუთი ახალ ზელანდიაში ცხოვრობს. მის ნამუშევრებში იგრძნობა, რომ მისთვის მხატვრობა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისი ნახატები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შვეიცარიის ერთ-ერთ გალერეაში მათი ნახვა ყველას შეუძლია.

ასტუნობუ კოჰირა
Photo Credits to ArtSpace

ხელოვანი საფრანგეთში, კერძოდ პარიზში მოღვაწეობს. სანამ ამ ქვეყანაში გადაწყვეტდა ცხოვრებას, ის მოღვაწეობდა იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

პოლ პრეცზერი
Photo Credits to ArtSpace

არტისტის ნამუშევრები არაორდინალურობით გამოირჩევა. ის ამჯერად დრეზდენში მოღვაწეობს. ხელოვანი რამდენიმე სტილს აერთიანებს და ამით მისი ნამუშევრები უნიკალურია. ის ესტონეთში დაიბადა, თუმცა დღეს მას მარკ შტრაუსის გალერეა წარადგენს. მისი ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია ინდონეზიაში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.