მდინარის დინებებზე დაკვირვებით შექმნილი შთამბეჭდავი ნამუშევრები

Photo Credits to John Sabraw

ჯონ სებრიუ ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორია, ის ასევე აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. მან გადაწყვიტა, რომ ექსპერიმენტი ჩაეტარებინა. ჯონი ადგილობრივი მდინარის დინებებს დააკვირდა და მათი წყალობით ნამუშევრები შექმნა.

ჯონმა აღნიშნა, რომ მისთვის ეს არ არის მხოლოდ კრეატიული საქმის კეთება ან ექსპერიმენტი, ის მუშაობს პროექტზე, რომელიც გარემოს დაცვას ეხება. გაი რიეფლერი ოჰაიოს უნივერსიტეტის ინსტრუქტორია, სწორედ ის ეხმარებოდა ჯონს ამ ყველაფრის შექმნაში. ისინი ამბობენ, რომ ადგილობრივებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ გარემოს დაბინძურებას და ჩაერთონ მის საწინააღმდეგოდ მიმართულ აქტივობებში.

რაც შეეხება ნამუშევრებს, ისინი არაორდინალური, აბსტრაქტული და მრავალფეროვანია. არტისტს სურდა, რომ ადამიანები დაფიქრებულიყვნენ, თუ რას იწვევს მათი ქმედებები და როგორ აზიანებენ ისინი გარემოს. ჯონმა აღნიშნა, რომ მის წამოწყებას არაერთი გამოხმაურება ჰქონდა – ის გააგრძელებს ამ პროექტზე მუშაობას.

იხილეთ ნამუშევრები

Photo Credits to John Sabraw
Photo Credits to John Sabraw
Photo Credits to John Sabraw
Photo Credits to John Sabraw
Photo Credits to John Sabraw