
სტუდია აისლინგერმა აქსესუარების ბრენდისთვის, LOQI, ოფისი შექმნა. ეს ნამუშევარი იმით გამოირჩევა, რომ ფერად ფარდებს, ეკრანებს და სხვა ნივთებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ. ისინი იმისთვის გამოიყენეს, რომ პანდემიის გავრცელებას შეუშალონ ხელი.

LOQI-ის ახალი ოფისი ბერლინში მდებარეობს, ის ამერიკული კომპანიის მთავარი შტაბია ევროპაში. ბუნებრივია, რომ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ არაერთი კომპანიის დამფუძნებელს მოუწია, ეფიქრა, თუ როგორ შეეცვალათ ოფისი ისე, რომ შეექმნათ უსაფრთხო გარემო თანამშრომლებისთვის.

კომპანიის ახალი სამუშაო ადგილი კრეატიული და, ამავდროულად, უსაფრთხოა. არქიტექტორების მთავარი გამოწვევაც სწორედ ეს იყო. მათ ზონებად გაანაწილეს ტერიტორია, ამ ყოველივემ დისტანცია გაზარდა. კონტრასტული ფერები ერთგვარი სიგნალია ადამიანებისთვის, რომ ისინი „უცხო“ ტერიტორიაზე გადადიან.

თანამშრომლებისთვის გამოყოფილია, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სამუშაო ადგილები. ეს ყოველივე ფარდების საშუალებით მოახერხეს შემქმნელებმა.
არქიტეტორმა, ვერნერ აისლინგერმა განაცხადა, რომ ახალი დიზაინი ადამიანებს საშუალებას აძლევთ,არჩევანი გააკეთონ, თუ როგორ და სად შეასრულონ საქმე უსაფრთხოების წესების დაცვით.



