10 შთამბეჭდავი ტაძარი დიდ ბრიტანეთში

კორონავირუსის გავრცელებამ ტურისტებზეც იქონია გავლენა, სამწუხაროდ, დღეს მათ არ შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება. იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინა უკვე არსებობს, იმედია, სიტუაცია მალე სტაბილური გახდება და ტურისტებს შეეძლებათ, გააგრძელონ ღირშესანიშნაობების დათვალიერება. თუ დიდ ბრიტანეთში იმოგზაურებთ, აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ ლონდონში მდებარე ტაძრები, რომლებიც უნიკალურობით გამოირჩევიან. წარმოგიდგენთ 10 მათგანს.

Lumen United Reformed, King’s Cross

Photo Credits to Benedict Flett

ტაძარი 1966 წელს ააშენა პიერ ფორმეინტრექსმა. ეს ნაგებობა იმით გამოირჩევა, რომ თანამედროვე სტილის მიხედვით არის შექმნილი. ინტერიერი დახვეწილი და უბრალოა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტაძარი რომელიმე კონკრეტული რელიგიის წესების მიხედვით არ არის შეზღუდული.

Newington Green Meeting House, Stoke Newington

Photo Credits to Benedict Flett

თავდაპირველად ეს ნაგებობა სკოლა იყო, თუმცა ანა ლაეტიტია ბერბაულდმა გადაწყვიტა, რომ ამ გარეუბანში ტაძრის აშენება აუცილებელი იყო. ეკლესია იმდენად შთამბეჭდავია, რომ სტოუკ ნევინგტონი ტურისტებისთვის საინტერესო ლოკაციაა.

St Cyprian Clarence Gate, Marylebone

Photo Credits to Benedict Flett

უნიკალური რამ, რაც ამ ტაძარს გამოარჩევს არის ის, რომ შოტლანდიელმა არქიტექტორმა, ნინიან კომპერმა, თავად იზრუნა ეკლესიის დიზაინზეც. ის გატაცებული იყო ინტერიერის დიზაინით და შედეგი შთამბეჭდავი აღმოჩნდა. თავდაპირველად დიზაინი კრიტიკის საგანიც გახდა იმიტომ, რომ მე-18 საუკუნეში მსგავს ტაძრებს არ აშენებდნენ, თუმცა დღეს ყველა აღიარებს, რომ ეს ყოველივე გამორჩეულია.

St Dunstan in the East, City of London

Photo Credits to Benedict Flett

1100 წელს ამ ადგილას იყო პატარა ტაძარი, თუმცა 1666 წელს ხანძრის გამო ის დაზიანდა. შემდეგ კვლავ აღადგინეს, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს ეს ტაძარი საბოლოოდ განადგურდა. კრისტოფერ ვრენმა კი ეს ნაგებობა კვლავ აღადგინა.

St Margaret, Lee

Photo Credits to Benedict Flett

1860-1920 წლებში დიდი ყურადღება დაეთმო ხელოვნების გავრცელებას, არტისტებმა ამ დროისთვის დამახასიათებელი სტილი შექმნეს. ეს გავლენა ამ ტაძარზეც ჩანს. თავდაპირველად ეს ნაგებობა მხოლოდ თეთრსა და შავ ფერებში იყო გადაწყვეტილი, თუმცა ეს დიზაინი 20 წელი იყო მხოლოდ შენარჩუნებული. შემდეგ ლედი ადელაიდ ლომ დააფინანსა ტაძრის ინტერიერის შეცვლა. დღეს ტაძრის ნახვა მხოლოდ შაბათს შეუძლიათ ტურისტებს.

St Paul, Mile End

Photo Credits to Benedict Flett

ტაძარი უნიკალური სტილით გამოირჩევა, ის 1958-60 წლებში ააშენეს. ჩარლზ ლუტიენმა იზრუნა დიზაინზე. თავდაპირველად ადამიანებისთვის უჩვეულო იყო მსგავსი ტაძრის არსებობა, თუმცა მათ აღმოაჩინეს, რომ ის ფუნქციას მშვენივრად ასრულებდა.

St Michael and All Angels, Turnham Green

Photo Credits to Benedict Flett

ტაძრის მშენებლობა 1879 წელს დაიწყო. ტაძრის ექსტერიერი ვარდისფერ და მწვანე ფერებშია გადაწყვეტილი, რაც კონტრასტს ქმნის ინტერიერთან. ეკლესიაში არის რენესანსის პერიოდის ნახატიც.

St Peter, Clerkenwell

Photo Credits to Benedict Flett

2000 იტალიელი ემიგრანტის შექმნილი ტაძარი უნიკალურობით გამოირჩევა. მათ 1863 წელს დაიწყეს მშენებლობა. ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ლონდონში მდებარე ნაგებობებს შორის.

St Winefrede, Wimbledon

Photo Credits to Benedict Flett

უიმბლდონში მდებარე ტაძარი თანამედროვე სტილის ნიშნებით გამოირჩევა. ინტერიერის შექმნაზე ლონდონში მცხოვრებმა არტისტმა, კეიტ ვილსონმა, იზრუნა.

The Swedish Church, Marylebone

Photo Credits to Benedict Flett

შვედური ტაძარი საკმაოდ თავისუფალია და აქ ზოგჯერ ბიზნეს შეხვედრებსაც ატარებენ. ყოველ წელს ეწყობა საშობაო მარკეტი, რომლის დროსაც შვედური ნივთები იყიდება.