2020 წლის ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშები

Photo by Isaac Lawrence/AFP. Image via Getty Images.

კორონავირუსის გავრცელებამ გავლენა იქონია ხელოვნების ნამუშევრების გავრცელებასა და გაყიდვაზე. ლონდონსა და ნიუ-იორკში ვეღარ გაიმართა ტრადიციული ცერემონიები. ციფრულ სამყაროში გადანაცვლებულმა აუქციონებმა მართალია დიდი ყურადღება მიიქცია, თუმცა, გასულ წელთან შედარებით 27 პროცენტით ნაკლები ნიმუში გაიყიდა. 2016 წლის შემდეგ წელს პირველად არ გაყიდულა არცერთი ნამუშევარი, რომლის ფასიც100 მილიონი აშშ დოლარს აღწევდა.

წარმოგიდგენთ 2020 წლის 10 ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევარს.

Francis Bacon, Triptych Inspired by the Oresteia of Aeschylus (1981)

Photo by Cindy Ord/Getty Images.

ნამუშევარი ნიუ-იორკში გაიყიდა 29 ივნისს, ფასი კი 84,550,000 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ნიმუშის ინსპირაციის წყარო ბერძნული კულტურაა. ფრენსის ბეკონისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ნამუშევარია, რომელიც მის საკულტო ნიმუშად მიიჩნიეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წლის შემდეგ ეს არტისტი პირველად გამოჩნდა აუქციონზე.

Wu Bin, Ten Views of Lingbi Rock (1610)

Wu Bin, Handscroll of Ten Views of Lingbi Rock, 1610. Courtesy of Poly Auction.

ნამუშევარი ჩინეთში გაიყიდა 18 ოქტომბერს, ფასი კი 75,436,800 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ნამუშევარი ჩინური კალიგრაფიის ნიმუშებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია ამ აუქციონის შემდეგ. კრიტიკოსები ამ ნამუშევარს ერთ-ერთ ყველაზე არაორდინალურ ნამუშევრად მიიჩნევენ.

Roy Lichtenstein, Nude with Joyous Painting (1994)

Roy Lichtenstein, Nude with Joyous Painting, 1994. Courtesy of Christie’s Images Ltd. 2020.

ნამუშევარი ნიუ-იორკში გაიყიდა 10 ივლისს, ფასი კი 46,242,500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. როი ლიხტენშტეინის ნამუშევრებს შორის წარმოდგენილი ნახატი ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა.

David Hockney, Nichols Canyon (1980)

David Hockney, Nichols Canyon, 1980. Courtesy of Phillips.

ნამუშევარი ნიუ-იორკში გაიყიდა 7 დეკემბერს, ფასი კი 41,067,500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მხატვრის ნამუშევრებში ხშირადაა წარმოდგენილი გზები, ეს ნახატიც არ არის გამონაკლისი. ნიმუში შემოქმედის ყოველდღიურ რუტინას აღწერს, თუ როგორ მიდიოდა ის სტუდიაში.

Ren Renfa, Five Drunken Princes Returning on Horseback (late 13th/early 14th century)

Ren Renfa, Five Drunken Princes Returning on Horseback, n.d. Courtesy of Sotheby’s.

ნამუშევარი 8 ოქტომბერს ჰონგ-კონგში გაიყიდა, ფასი კი 39,553,800 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ნიმუში ძირითადად კერძო მუზეუმებში ინახებოდა, რადგან ძალიან იშვიათი და შთამბეჭდავია. 75-წუთიანი ბრძოლის შემდეგ ნამუშევარი შანხაის მუზეუმმა შეიძინა, დაწესებულება იმით გამოირჩევა, რომ უძველეს ჩინურ კოლექციას ფლობს.

Cy Twombly, Untitled [Bolsena] (1969)

Cy Twombly, Untitled [Bolsena], 1969. Courtesy of Christie’s Images Ltd. 2020.

ნიმუში ნიუ-იორკში 6 ოქტომბერს გაიყიდა. ფასს რაც შეეხება, 38,685,000 მილიონ დოლარს შეადგენს. მხატვარმა 14 ტიპის სხვადასხვა ტექნიკა გამოიყენა ნამუშევრის შესაქმნელად.

Sanyu, Quatre Nus (1950s)

Sanyu, Quatre nus, 1950s. Courtesy of Sotheby’s.

Mark Rothko, Untitled (1967)

Mark Rothko, Untitled, 1967. Courtesy of Christie’s Images Ltd. 2020.

ნიმუში 6 ოქტომბერს ნიუ-იორკში გაიყიდა. ფასი 31,275,000 მილიონი აშშ დოლარია. ნახატი შექმნილია თბილი ფერებით, თუმცა ჩანს მუქი ფერებიც. ეს ყოველივე მხატვრის განწყობას უსვამს ხაზს, ნამუშევარი ერთ-ერთი ყველაზე დრამატულია მარკის შემოქმედებაში.

Barnett Newman, Onement V (1952)

Barnett Newman, Onement V, 1952. Courtesy of Christie’s Images Ltd. 2020.

ნამუშევარი 10 ივლისს ნიუ-იორკში გაიყიდა. ფასი 30,920,000 მილიონი აშშ დოლარია. ნახატი ერთ-ერთია შემოქმედის კოლექციაში „ZIP”.

Brice Marden, Complements (2004–07)

Brice Marden, Complements, 2004–07. Courtesy of Christie’s Images Ltd. 2020.

ნახატი ნიუ-იორკში 10 ივლისს გაიყიდა. ფასი 30,920,000 მილიონი აშშ დოლარია. 1960-იან წლებში არტისტი დაინტერესდა მართკუთხედით და აღნიშნა, რომ ამ ფიგურას მეტი ყურადღება სჭირდებოდა. მისი შექმნილი ნამუშევრის უდიდეს ნაწილს სწორედ მართკუთხედი წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ნიმუში ბერნეტ ნიუმანის ნახატთან ერთად გაიყიდა ნიუ-იორკში იგივე ფასად.