12 შენობა, რომელთა ხილვას 2021 წელს შეძლებთ

Photo by MAD

არქიტექტორული ნიმუშების შექმნას დიდი დრო სჭირდება, შესაბამისად, იმ ახალი ნაგებობების რაოდენობა, რომელთა ხილვასაც ყოველწლიურად შევძლებთ მცირეა. წარმოგიდგენთ 12 საინტერესო პროექტს, რომელთა მშენებლობაც 2021 წელს დასრულდება.

Wormhole Library, China, by MAD

Photo by MAD

ნაგებობა ჩინეთში, ერთ-ერთ კუნძულზე შენდება. ნიმუშში ჭარბადაა წარმოდგენილი თეთრი ფერი.

Le Mémorial des Martyrs, Niger, by Adjaye Associates

Photo by Adjaye Associates

კომპანია ადჯეი აშენებს იმ ადამიანების მემორიალს, რომლებმაც ტერორისტებთან ბრძოლისას დაკარგეს სიცოცხლე. ნიმუში ნიგერში მდებარეობს, მისი სიმაღლე 20 მეტრი იქნება.

La Samaritaine, France, by SANAA

Photo is by Pierre-Olivier Deschamps, Agence VU

პარიზში მდებარე შენობა 2021 წელს დასრულდება. ნიმუში ძველი საკულტო ნაგებობის ახალ ვერსიას წარმოადგენს. მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, სანას არქიტექტორებმა მაინც შეცვალეს მე-19 საუკუნეში შექმნილი ფასადები თანამედროვე დეტალებით. აღსანიშნავია, რომ შენობა 2013 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა არაერთი სასამართლო პროცესის გამო ეს ყოველივე გადაიდო 2021 წლამდე.

Little Island, USA, by Heatherwick Studio

Photo by Heatherwick Studio

„პატარა კუნძული“ ასე ჰქვია ტომას ჰეზერვიკის ნამუშევარს, რომლის ხილვაც 2021 წელს შეეძლება ყველას. პარკი მდინარე ჰუდსონზე გაშენდება. პროექტი პიერ 55-ის სახელით არის ცნობილი.

Bourse de Commerce, France, by Tadao Ando

Photo by Tadao Ando

თანამედროვე ხელოვნების გალერეა პარიზში გაიხსნება. არქიტექტორები პიერ ანტონი გატიერი და სეტ ბატიმენტი არიან. აღსანიშნავია, რომ შენობა რეკონსტრუირებულია, ის თავდაპირველად მე-18 საუკუნეში ააშენეს.

Shenzhen East Waste-to-Energy Plant, China, by Schmidt Hammer Lassen Architects and Gottlieb Paludan Architects

Photo by Schmidt Hammer Lassen Architects and Gottlieb Paludan Architects

შენობა განსაკუთრებული მიზეზით ააშენეს, ეს ყოველივე ენერგიის ეფექტურად გამოყენებას შეუწყობს ხელს. 5,000 ტონა ნარჩენი გადამუშავდება ამავე ნაგებობაში, ხოლო სახურავზე პანელები განთავსდება, რაც მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელი.

Le Dôme, France, by Fosters + Partners

Photo by Fosters + Partners

საფრანგეთში იქმნება შენობა, რომელსაც შთამბეჭდავი ფორმა ექნება. ნაგებობა ერთ-ერთი ყველაზე პატარაა ზემოხსენებულ პროექტებს შორის.

Ordrupgaard, Denmark, by Snøhetta

Photo by Snøhetta

კომპანიას არაერთი პროექტის დასრულება აქვს განზრახული 2021 წელს, თუმცა ყველაზე საინტერესო ალბათ ეს მუზეუმია, რომელსაც არატრადიციული ვიზუალი აქვს. ზაჰა ჰადიდის მიერ 2005 წელს შექმნილი შენობა სულ სხვანაირად გადააკეთეს და მის ხილვას დამთვალიერებლები სულ მალე შეძლებენ.

Valley, Netherlands, by MVRDV

Photo by MVRDV

მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2021 წელს შენობა სავარაუდოდ გაიხსნება. პროექტი მდგრადი განვითარების თემასაც ეხება და მწვანე გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს ჰოლანდიაში.

F51, UK, by Holloway Studio

Visual is by Joel Cullum, courtesy of Holloway Studio

კენტში მდებარე ნაგებობას 3 სართული აქვს, რომლებიც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული იქნება. შენობის უმთავრესი მიზანია შექმნას სამუშაო სივრცე ახალგაზრდებისთვის.

Museum Küppersmühle extension, Germany, by Herzog & de Meuron

Photo by Herzog & de Meuron

მუზეუმის მშენებლობა გერმანიაში მიმდინარეობს და სავარაუდოდ ის 2021 წელს დასრულდება. 1999 წელს შექმნილი ნაგებობა თანამედროვედ გადაკეთდება და 3 გალერეას გააერთიანებს – ისინი ერთმანეთს ხიდებით დაუკავშირდება.

Bee’ah Headquarters, UAE, by Zaha Hadid Architects

Photo by Zaha Hadid Architects

არაბეთის გაერთიანებული ემირატებში ხორციელდება პროექტი, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პანდემიის გამო ეს ვერ მოხერხდა. არქიტექტორები ვარაუდობენ, რომ 2021 წელს მშენებლობა დასრულდება. რაც შეეხება დიზაინს, ის ითვალისწინებს უდაბნოს კლიმატს და პირობებს.