საკულტო არქიტექტორული ნამუშევრების თანამედროვე ვიზუალი

არქიტექტურაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეტალებს, მცირე შესწორებამაც კი, შესაძლოა, მასშტაბური ცვლილება გამოიწვიოს. არქიტექტორები ხშირად ცდილობენ, რომ ძველი შენობები თანამედროვედ გარდაქმნან, ეს ადვილი არ არის. წარმოგიდგენთ შენობებს, რომლებიც შეიძლება, იმის მაგალითად ჩაითვალოს, რომ მასშტაბური ცვლილების შექმნა დიდ ხარჯებს არ მოითხოვს, არამედ კარგ გემოვნებას და დეტალებზე ყურადღების მიქცევას.

Images by Bertrand Benoit

Maison De Verre

Images by Bertrand Benoit

ნაგებობა უმეტესად ექსპერიმენტულია, ის თანამედროვე არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. შენობა პიერ შარაუმ და ბერნალდ ბიჟვოეტმა შექმნეს, მათი კოლაბორაცია კი შთამბეჭდავი აღმოჩნდა. პარიზში მდებარე ნაგებობა დიდ ყურადღებას იქცევს უჩვეულო დიზაინის გამო.

Exeter Library animation

ალექს რომანის შექმნილი ნაგებობა, სახელწოდებით „მესამე და მეშვიდე“ განსაკუთრებით პოპულარულია მისი სტილის გამო. ლოკაცია იმითაც გამოირჩევა, რომ ფილმიც არის გადაღებული და სწორედ ამ ყოველივეს გამო ბიბლიოთეკის შესახებ ბევრად მეტმა ადამიანმა შეიტყო.

Church of Light

Images by Elvin Aliyev

შენობის უმეტესი ნაწილი თავიდან შექმნეს. ეს ყოველივე ელვინ ალიევმა მოახერხა, რომელმაც ადგილმდებარეობის შესაფერისად შექმნა ნაგებობა, რომელიც ტურისტებისთვის საყვარელ ლოკაციად იქცა.

Barcelona Pavilion and Farnsworth House

Images by Alessandro Prodan

მსგავსად წინა შენობისა, ეს ნაგებობაც არაერთხელ შეცვალეს. ალესსანდრო პროდანმა იმდენად რეალური ატმოსფერო შექმნა, რომ ეს პავილიონი ბარსელონაში ყველასთვის საყურადღებო გახდა.

Guggenheim Bilbao animation

პროექტის ინსპირაციის წყარო ალექს რომანი და მისი შემოქმედება იყო. ანიმაცია მცირე ტურს წარმოადგენს, რომელიც უძველეს შენობებს წარადგენს, ამავდროულად ახალსაც აჩვენებს მაყურებელს.

Nakagin Capsule Tower

Images by Bertrand Benoit
Images by Bertrand Benoit

ბერნარდ ბენოიტი იმით არის ცნობილი, რომ საკულტო ნაგებობებს მუდმივად ცვლის. მან ნაგაკინის კაპსულა კოშკი შეცვალა და 1972 წელს შექმნილი შენობა დღეს სულ სხვანაირად გამოიყურება.

Sendai Mediatheque

Images by Imagine Studio
Images by Imagine Studio

ნამუშევარი ხაზს უსვამს ყოველდღიურობას და ურბანულ ბუნებას ავლენს. როდესაც ამ ნიმუშს შევხედავთ, ნამდვილად მივხვდებით, თუ როგორ გამოიყურება დატვირთული დღე ქალაქში.

Rietveld Pavilion

Images by Tamas Medve

ნაგებობა ნიდერლანდებში მდებარეობს, ეს ნიმუში იმით გამოირჩევა, რომ მწვანე ფერი ხშირად ჩანს. აღსანიშნავია ის, რომ პავილიონმა ჩაანაცვლა სკულპტურები, რომლებიც სონსბეკის პარკში არსებობდა.

Azuma House

Images by Viktor Fretyán

არქიტექტორმა, ვიქტორ ფრეტიანმა, კონტრასტს გაუსვა ხაზი. აზუმას სახლი მდიდრული ტექსტურებითაც გამოირჩევა.

Maison Bordeaux

Images by Dimitar Rashkov

აღსანიშნავია, რომ ამ ნაგებობის შექმნელისთვის, რაშკოვისთვის, ინსპირაციის წყარო კვლავ ალექს რომანი და მისი შემოქმედება იყო. შენობა ექსტერიერის უნიკალურობით გამოირჩევა.