12 გამორჩეული უბანი მსოფლიოში

Photograph: Shutterstock

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელებამ უდიდესი გავლენა მოახდინა ტურისტებზე, მათ მეტი დრო მიეცათ, უკეთ აარჩიონ ადგილები, რომელთა მონახულებასაც ისურვებდნენ. წარმოგიდგენთ 12 შთამბეჭდავ უბანს მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად საუცხოო ვიზუალით გამოირჩევიან.

Sham Shui Po, Hong Kong

Photograph: Tatum Ancheta

ჰონგ-კონგში მდებარე უბანი ერთ-ერთი უძველესია, ეს არემარე საფეიქრო მრეწველობის გამო არის ცნობილი. ისტორიისა და გამორჩეულობის გამო მიდამო არაერთი ბრენდისთვის წარმოადგენს საყვარელ ადგილს. აქ შეხვდებით „კელვინ კლაინის“ და „ვერსაჩეს“ მაღაზიებს ფაბრიკების გვერდით. აღსანიშნავია, რომ არემარე განსაკუთრებით დატვირთულია შაბათ-კვირას, რადგან უამრავი გასართობი ღონისძიება ტარდება.

Kalamaja, Tallinn

Photograph: Shutterstock

ესტონეთში მდებარე უბანი ძალიან მყუდროა. ირგვლივ ხის სახლებია, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გარდაქმნეს. თანამედროვედ გადაკეთებული ქუჩები იმდენად უნიკალურია, რომ ეს პატარა ქალაქი ტურისტებისთვის საინტერესო ლოკაციაა. ესტონეთი ცნობილია იმით, რომ ტექნოლოგიისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია. პანდემიის გამო ამ უბანში მოეწყო ონლაინ ივენთი, რომელშიც 800-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რათა ქვეყანას დახმარებოდნენ.

Bonfim, Porto

Photograph: João Saramago

შეიძლება ითქვას, რომ იდენტობა გამოარჩევს ამ უბანს. ბონფიმის მაცხოვრებლები გამოირჩევიან კრეატიულობით. მათი პატარა კაფეები და მაღაზიები ძალიან საინტერესოა, აღსანიშნავია სამზარეულოც. პორტოს უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის არსებობის გამო ეს ქალაქი არტისტებისთვის ბევრად პოპულარული გახდა. თითქმის ყველანაირი ჟანრის მუსიკა, სასიამოვნო ხედი და ბაღები ბონფიმისთვის მომგებიანი აღმოჩნდა.

Chula-Samyan, Bangkok

Photograph: waranon 8327 / Shutterstock.com

ბანგკოკში მდებარე უბანი თითქმის არავის ახსოვდა, სანამ აქ უნივერსიტეტი არ გაიხსნა. ამ დაწესებულების წყალობით არაერთი გალერეა, რესტორანი და კაფე თავიდან ააშენეს.

Alvalade, Lisbon

Photograph: Shutterstock

ლისაბონში მდებარე ეს უბანი იმით გამოირჩევა, რომ ადგილობრივები არაერთ ივენთს აწყობენ. ფაბრიკები, ბარები, რესტორნები, ტრადიციული მაღაზიები დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია უბნის მუსიკალური ისტორიაც, 1980 წლებში აქ დიდი როკ სცენა არსებობდა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.

Noord, Amsterdam

Photograph: fokke baarseen / Shutterstock.com

ამსტერდამში მდებარე უბანი ქალაქისთვის ხელოვნების ცენტრია. ადგილი ღია სივრცეებით გამოირჩევა, რაც დამწყები არტისტებისთვის პოტენციალს ქმნის. უბანში მდებარეობს Eye Filmmuseum, რომელიც უნიკალური თანამედროვე ნაგებობაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Centro, São Paulo

Photograph: SESC 24 de Maio

გასულ წლებში უბანი საკმაოდ შეიცვალა, ტრადიციული, 1960 წლებისთვის დამახასიათებელი სტილი გადააკეთეს და ამ ყოველივემ სრულიად გარდაქმნა არემარე. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი ქალაქისთვის პანდემიის გავრცელება საკმაოდ საზიანო იყო.

Holešovice, Prague

Photograph: Lukas Najman / Shutterstock.com

უბანი ქალაქის ისტორიული ცენტრისგან მცირე მანძილით არის დაშორებული. ბარები, კაფეები, რესტორნები, კულტურული ღირშესანიშნაობები ყველასთვის მიმზიდველია. აღსანიშნავია, რომ აქ დიდ ყურადღებას აქცევენ გარემოს და მდგრად განვითარებას. უბანში უხვადაა წარმოდგენილი მწვანე გარემო, ეს ყოველივე კი იქ მცხოვრები არტისტების დამსახურებაა.

Lavapiés, Madrid

Photograph: Shutterstock

ადგილობრივების დიდი ძალისხმევის შედეგად ეს უბანი გარდაიქმნა და დღეს თანამედროვედ გამოიყურება. არემარე ტურისტებს აჩვენებს მადრიდის კულტურას და არაერთ ღირშესანიშნაობას წარუდგენს მათ.

Wynwood, Miami

Photograph: Felix Mizioznikov / Shutterstock.com

უბანი იმით გამოირჩევა, რომ უამრავ გალერეას, მუზეუმს და კულტურულ ნაგებობებს მოიცავს. აქ ხშირად ეწყობა ღია გამოფენები. აღსანიშნავია, რომ არემარე სთრითარტის უამრავ ნიმუშს ჰქმნის, რადგან ეს აქ აკრძალული არ არის.

Bugis, Singapore

Photograph: Dewi Nurjuwita

სანამ სინგაპური თანამედროვე მეტროპოლისი გახდებოდა, ადგილობრივი მოსახლეობა პატარა სოფლებში ცხოვრობდა. იმის გამო, რომ ხალხი ყველაფერს ერთად ჰქმნიდა, დღესაც ჩანს შედეგი. ეს უბანი ტრადიციული შტრიხებით გამოირჩევა. ახლახან გახსნილი „Gelam Gallery” სინგაპურში პირველი ღია გალერეაა, რომელიც უჩვეულო ნივთებს წარუდგენს დამთვალიერებელს.

Kabutocho, Tokyo

Photo: K5 / Yikin Hyo

უბანი არასდროს იყო ყურადღებას მოკლებული. ის ტოკიოს კომერციული და კულტურული ცენტრი იყო მეოცე საუკუნეში, დღეს კი თანამედროვედ გადაკეთებული ნაგებობები კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ყოველწლიურად ზაფხულში აქ ტარდება არაერთი ტრადიციული ფესტივალი. ამ არემარეს ‘Wall Street of Tokyo’-საც უწოდებენ.