კოლუმბუსის კინოკრიტიკოსთა მთავარი ჯილდო „Promising Young Woman“-მა მოიპოვა

Photo Credits to Focus Features

„კოლუმბუსის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის“ რიგით მეცხრამეტე დაჯილდოებაზე საუკეთესო ფილმის ტიტული ახალგაზრდა რეჟისორის, ემერალდ ფენელის, ფილმმა “Promising Young Woman” მოიპოვა. ფილმი, რომელშიც მთავარ როლს კერი მალიგანი ასრულებს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალზე მოგვითხრობს, რომელიც მოძალადე მამაკაცებზე შურისძიებას გადაწყვეტს.

მთავარ ჯილდოსთან ერთად, ფილმმა ასოციაციის ჯილდოები საუკეთესო სცენარისთვის, საუკეთესო მსახიობი ქალისა და საუკეთესო ახალბედა რეჟისორისათვის მოიპოვა. ფენელის ნამუშევრის გარდა, კინოკრიტიკოსებმა ქლოი ჟაოს „ნომადლენდი“ და ლი აიზეკ ჩანგის „მინარი“ გამოარჩიეს.

„კოლუმბუსის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის დაჯილდოება“ 2002 წელს დაარსდა. გასული წლების განმავლობაში ჯილდო არაერთხელ მოუპოვებიათ ისეთ ფილმებსა და არტისტებს, რომლებიც ცერემონიიდან რამდენიმე თვეში ოსკარის მფლობელებიც გახდნენ.