უეს ანდერსონის ფილმების ესთეტიკით გადაღებული ფოტოები

მდინარე სუონი, პერთი, ავსტრალია

რეჟისორმა უეს ანდერსონმა შეიმუშავა უნიკალური ესთეტიკა საკუთარი ფილმებისთვის, როგორებიცაა “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი”, “ტენენბაუმების ოჯახი”, “ცხოვრება წყალქვეშ” და სხვა. გადაღების ფორმითა და რეჟისორული ხედვით მისი ფილმები ყოველთვის გამოირჩევა.

სასტუმრო ოპერა, აშენდა მე-19 საუკუნის ბოლოს, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

2017 წელს Wally Koval-მა დაიწყო უეს ანდერსონის ფილმების შთაგონებით, რეალური ადგილების ფოტოების გამოქვეყნება და შექმნა ინსტაგრამის ექაუნთი. დღეს გვერდს 1.3 მილიონი გამომწერი ყავს. საკუთარი ინსტაგრამ გვერდი უესის ესთეტიკით ააწყო და მისი გავლენა ყველა პოსტში იგრძნობა.

მცველები ამერ ფორტში, სასახლე და ყოფილი სამხედრო დასაყრდენი რაჯასტანში, ინდოეთი.

კავალმა გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც 200 ფოტოა გამოქვეყნებული. ნამუშევრები იყოფა გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით და მოიცავს დედამიწის სხვადასხვა კუთხეს. წიგნი გარკვეულწილად ანდერსონს ეხება, თუმცა ავტორმა თქვა, რომ რეჟისორი მხოლოდ ობიექტივია, რომლის საშუალებითაც ეძებს დიზაინს და არქიტექტურას მთელს მსოფლიოში. 

Roberts Cottages, Oceanside, კალიფორნია

ანდერსონის თაყვანისმცემლებისთვის ზოგიერთი ადგილი ძალიან ნაცნობი იქნება: ფუნიკულიორი შვეიცარიის ალპებში, ნორვეგიის რკინიგზის ვაგონის ხის ინტერიერი, პრარაში და სხვა. თუმცა ინსტაგრამ გვერდზე ფოტოები სხვადასხვა ადგილიდანაა და ანდერსონის გავლენა ყველა მათგანში იგრძნობა.

აშენებულია 1892 წელს, Ascensor და Bica არის ფუნიკულიორის რკინიგზა ლისაბონში, პორტუგალია

კოვალის წიგნის წინასიტყვაობაში რეჟისორი, ანდერსონი აღწერს მას, როგორც “მოგზაურობის მიმზიდველ სახელმძღვანელოს.” მისი თქმით: “ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს და დიდ მადლობას ვუხდი ჯგუფს ყველა ამ თავისებური და მომხიბვლელი სანახაობის აღმოჩენისა და გაზიარებისთვის.”