სასტუმრო 21c-ში „ლაზიერის გამბიტით“ შთაგონებული ოთახი შეიქმნა

Photo By 21c Museum Hotels

ლექსინგტონში მდებარე სასტუმრო 21c Museum-მა Netflix-ის გახმაურებული სერიალის, „ლაზიერის გამბიტის“, ინსპირაციით ოთახი შექმნა. „ჰარმონის ოთახში“ 1960-იანი წლების აქსესუარებისა და ავეჯის რეპლიკებია წარმოდგენილი, ჭერზე კი, პერსონაჟის ჰალუცინაციების მსგავსად, ჭადრაკის ფიგურებია განთავსებული.

ოთახის დიზაინი იზაბელ ლედსა და ლუსი ჯოუნსს ეკუთვნით. ვინტაჟური აქსესუარების გარდა, ოთახში სერიალში გამოყენებულ რეკვიზიტებსაც შეხვდებით. ცხადია, „ჰარმონის ოთახი“ ჭადრაკის დაფის გარეშე სრულყოფილი არ იქნებოდა, შესაბამისად, სტუმრებს ბეთის ამ გამოცდილების გაზიარებაც შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ „ლაზიერის გამბიტის“ ძირითადი მოქმედება სწორედ ლექსინგტონში ვითარდება.