6 რევერსიული დიზაინისმქონე არქიტექტორული ნიმუში

ტერმინი „რევერსიული დიზაინი“ ადამ სტრუდვიკის სახელთან არის დაკავშირებული. ამ მიგნების მიზანია, მშენებლობის დროს რესურსები ნაკლებად და ეფექტურად დაიხარჯოს. ნაგებობების დეკონსტრუქცია ისე ხდება, რომ მათი კომპონენტები კვლავ სასარგებლო იყოს და ისინი სხვა შენობების შესაქმნელად გამოიყენონ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდის გამოყენება არქიტექტურაში ახლახან დაიწყო, მაინც მოიძებნება რამდენიმე შენობა და წარმოგიდგენთ 6 ნიმუშს.

People’s Pavilion by Overtreders W and Bureau SLA
Photo Credits to Overtreders W and Bureau SLA

ჰოლანდიურმა სტუდიამ ამ ტიპის შეკვეთებზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო. ნაგებობა მთლიანად სხვა შენობების ნარჩენებისგან არის შექმნილი. არქიტექტორმა, პიტერ ვან აშჩემ განაცხადა, რომ მათთვის მსგავსი ტიპის პროექტის განხორციელება დიდი გამოწვევა იყო, რადგან საზოგადოების რეაქცია შესაძლოა, არასასიამოვნო ყოფილიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

Brasserie 2050 by Overtreders W
Photo Credits to Overtreders W

ნაგებობა 2018 წელს შეიქმნა ლოულენდის ყოველწლიური ფესტივალისთვის. ამ ღონისძიების დროს აქ განთავსდა ბარ-რესტორანი და არაერთი გასართობი ადგილი დამსწრე საზოგადოებისთვის. ოვერტრედერს ვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყველანაირი მასალის თავიდან გამოყენება შეიძლება და ისინი სხვა ნაგებობების შექმნასაც აპირებენ ამ ყველაფრით.

Tij Observatory by RAU Architects and Ro&Ad Architects
Photo Credits to RAU Architects and Ro&Ad Architects

შენობა მუდმივად ერთ ლოკაციაზე არ მდებარეობს, კვერცხის ფორმის მქონე ნაგებობა ისე არის შექმნილი, რომ მისი აშენება ნებისმიერ ადგილას შეიძლება. ტომას რაუმ, სტუდიის დამფუძნებელმა, განაცხადა, რომ მათი მოქმედებების გამო ეკოსისტემის დაბინძურების რისკი მინიმუმია და სწორედ ეს არის მთავარი მიზანი. ამჟამად ნიმუში ჰოლანდიაშია.

Triodos Bank by RAU Architects and Ex Interiors
Photo Credits to Alexander van Berge

აღსანიშნავია, რომ ნაგებობა პირველი მრავალფუნქციური ოფისია, რომელიც ასი პროცენტით ხისგან არის შექმნილი. ტრიოდოს ბანკის ეს ფილიალი ჰოლანდიაში მდებარეობს. 

Vestre exhibition stand by Note Design Studio
Photo Credits to Note Design Studio

ნოუთ დიზაინის სტუდიის შექმნილი ნაგებობა ავეჯის ბრენდის, ვესტრეს ფილიალია. მშენებლობა 2019 წლის თებერვალში დასრულდა და პირველად ის სტოკჰოლმის ფესტივალზე წარადგინეს. მას შემდეგ, რაც ეს ღონისძიება დასრულდა, ნაგებობა დაშალეს და შემდეგი ივენთისთვის შეინახეს.

Tarkett exhibition stand by Note Design Studio
Photo Credits to Note Design Studio

შვედურმა კომპანიამ ნაგებობა ბრენდისთვის, ტარკეტი, შექმნა. მსგავსად წინა 5 ნიმუშისა, ეს შენობაც მთლიანად მეორეული მასალისგან არის შექმნილი. გამოყენებული მასალებისგან რამის აშენება უსასრულოდ იქნება შესაძლებელი, რაც არაერთი ტიპის რესურსის დაზოგვას შეუწყობს ხელს.