კორონავირუსის გავრცელების გამო ღონისძიებები ფიზიკურ სივრცეში აღარ ეწყობა, გადაიდო მოდის კვირეულები და მათი ადგილი 2020 წლის მარტიდან ციფრულმა ჩვენებებმა დაიკავა. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როგორ გაიმართება დაგეგმილი შეხვედრები, თუმცა მათი ჩატარება დადასტურებულია. წარმოგიდგენთ მოდის სამყაროს 12 მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომლებიც 2021 წელს ჩატარდება.
“Martin Margiela”

ბელგიელი დიზაინერი, მარტინ მარჯიელა, 2021 წელს სოლო ივენთს ჩაატარებს. ამჯერად ის არტისტის როლში წარდგება მაყურებლის წინაშე. დამთვალიერებლებს დიზაინერის ნახატების, სკულპტურებისა და ფოტოების ნახვა შეეძლებათ. ივენთი პარიზში 15 აპრილს გაიმართება.
“Bags: Inside Out”

ლონდონში მდებარე ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმი დიდ გამოფენას მოაწყობს, რომელიც 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. მათი ძირითადი აქცენტი ჩანთებია. განსხვავებული სტილის, ფორმის და ბრენდის ნივთების დათვალიერებას მაყურებელი სულ მალე შეძლებს. გამოფენაზე დასწრება ონლაინ იქნება შესაძლებელი.
Thierry Mugler: “Couturissime”

1970-იანი წლებიდან ტიერი მაგლერი დიდ გავლენას ფლობს მოდის ინდუსტრიაში. ცნობილია, რომ დიზაინერი ახალ ნამუშევრებს პარიზში წარადგენს სექტემბერში.
Anne Imhof: “Carte Blanche”

გერმანელი არტისტი, ანნა იმჰოფი, ცნობილია იმით, რომ მან 2017 წელს ვენეციის კინოფესტივალზე გაიმარჯვა, თუმცა ის შეჩერებას არ აპირებს. მან ახლახან ცნობილ ფოტოგრაფთან, იურგენ ტელერთან, და ბარბერის კრეატიულ დირექტორთან, რიკარდო ტიშისთან ერთად იმუშავა პროექტებზე. ანნა გამოფენას პარიზში მოაწყობს. ეს ივენთი იმით იქნება გამორჩეული, რომ არაერთი ტიპის კულტურულ ნიმუშს წარუდგენს მაყურებელს.
“Shoephoria!”

29 მარტს ინგლისში დაიწყება გამოფენა, რომლის ძირითადი აქცენტი ფეხსაცმელი იქნება. ივენთზე 3000 ნიმუშს წარადგენენ, მათ შორის ისეთი ბრენდები იქნებიან, როგორებიცაა ჯიმი ჩუ, ვერსაჩე, ვივიენ ვესტვუდი და ბევრი სხვა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დედოფალი ვიქტორიას ჩექმების ნახვაც შეეძლება მაყურებელს.
“Beautiful People: The Boutique in 1960s Counterculture”

ივენთი 3 სექტემბერს დაიწყება ლონდონის მუზეუმში. ღონისძიების მთავარი მესიჯი ის იქნება, რომ ყვავილებს დიდი გავლენა აქვთ მოდის განვითარებასა და სტილის ჩამოყალიბებაზე. ჩვენებაზე ინგლისელი დიზაინერის, თეა პორტერის, ნამუშევრებსაც წარადგენენ.
“Head to Toe”

ნიუ-იორკში ივენთი მარტში დაიწყება. ღონისძიებაზე ხაზს გაუსვამენ დეტალებისა და აქსესუარების მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ აქ არამარტო თანამედროვე, არამედ ძველი დროის ნიმუშებსაც წარადგენენ.
The MoMu Fashion Museum Antwerp

ანტვერპენში ივენთი 4 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიება ბელგიელი დიზაინერების ნამუშევრების არქივსაც წარადგენს და სავარაუდოდ 30,000 ნივთს იხილავს მაყურებელი. რაფ სიმონსის, დრის ვან ნოტენის, ჰაიდერ აკერმანის უცნობ ნამუშევრებს დამთვალიერებელი მალე იხილავს.
“The Great Divide: Footwear in the Age of Enlightenment”

ტორონტოში გაიმართება ღონისძიება, რომელიც ძველი დროის ფეხსაცმლებს წარადგენს. ივენთის მთავარი მიზანია, რომ ყველა ადამიანმა ნახოს, როგორ გამოიყურებოდა ეს ნივთი მე-17 და მე-18 საუკუნეებში. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი ფლობს ვიდეოებს, რომლებიც მაყურებელს საშუალებას აძლევს, იხილოს, თუ როგორ მიმდინარეობს ფეხსაცმელების შექმნის პროცესი.
“Feminine Singular: Betty Catroux, Yves Saint Laurent”

ივ სან ლორანის მოდის სახლი გამოფენას მოაწყობს ბეტი კეტრუქსის პატივსაცემად. ენტონი ვაკარელო, ბრენდის კრეატიული დირექტორი, 76 წლის მოდელის 50 ნიმუშს წარადგენს, რათა ხაზი გაუსვას ბეტის გავლენას ბრენდის საკულტო სტილის ჩამოყალიბებაზე. ამ ნამუშევრების ნახვა მაყურებელს 9 მაისამდე შეეძლება.
“Alaïa and Balenciaga” at the Azzedine Alaïa Foundation

ივენთი მაყურებელს კაბებს, პალტოებს და კოსტუმებს წარუდგენს, რომლებიც ორი დიზაინერის კოლაბორაციით იქნება შექმნილი. მათი ნახვა მაყურებელს ოფიციალურ ვებ-საიტზე შეეძლება 14 თებერვლამდე.
Pierre Cardin Museum

ლეგენდარული დიზაინერი, პიერ კარდენი, გასულ თვეს გარდაიცვალა. მისი სახელობის მუზეუმი სულ მალე გაიხსნება, რათა მისი მემკვიდრეობა არ დაიკარგოს. 80 მანეკენი მის საკულტო ნამუშევრებს წარადგენს და აღსანიშნავია, რომ ეს მუზეუმი მუდმივად იფუნქციონირებს.