ევროპის მიტოვებული ეკლესიები ფოტოობიექტივში

Credit: Francis Meslet/Jonglez Publishin
იესო ქრისტეს (ცენტრში), Joan of Arc (მარჯვნივ) da Anthony of Padua (მარცხნივ). საფრანგეთის მიტოვებული ეკლესია. 

ევროპის მასშტაბით, უამრავი ეკლესიაა, რომლებიც წლების წინ სავსე იყო დღეს კი დაცარიელებულია. ფრანგი ფოტოგრაფი Francis Meslet-ი თითქმის ათი წელია აღბეჭდავს მიტოვებულ ეკლესიებსა თუ სამლოცველოებს. “მე მაინტერესებდა არქიტექტურაზე დროის გავლენა- როგორ ცდილობს შენობა გადარჩეს უამინდობისა და ხანგრძლივი მარტოობის დროს”- ამბობს თავად ფოტოგრაფი  CNN-თან. 

Credit: Francis Meslet/Jonglez Publishin
ბუნებამ დაიწყო მე –14 საუკუნის მონასტრის აღდგენა, ლისაბონი, პორტუგალია

საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიაში, იტალიასა და პორტუგალიაში გადაღებული ფოტოებით გამოსცა წიგნი, “Abandoned Churches: Unclaimed Places of Worship.” ფრენსისს ერთ დროს არქიტექტორობა სურდა, ფოტოებში კარგად ჩანს ამის გავლენა, სიმეტრიულობა ზუსტადაა დაცული . კოლექცია მოიცავს სხვადასხვა სტილს, გოთურიდან ნეოკლასიკურამდე. 

Credit: Francis Meslet/Jonglez Publishing
მე -19 საუკუნის მიტოვებული ეკლესია, საფრანგეთის სამხრეთით

ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ სურათებში ჩანს, რომ ზოგიერთი ეკლესია წლებია რაც მიატოვეს და დაინგრა. მაგრამ ზოგიერთი ისე გამოიყურება, თითქოს სულ ახლახანს მიატოვეს. მათი მოხატულობა ჯერ ისევ მკვეთრია, ისე არის დარჩენილი, თითქოს რიტუალი დღესაც ჩატარდება. “სულ რამდენიმე ზამთარი და რამდენიმე წელიწადი, შემდეგ კი ძალიან გაგიკვირდებათ, როგორ შეიცვლება ეს სილამაზე, როგორ გაიზრდება მცენარეები შიგნით”- ამბობს ფრენსისი.

ფოტოგრაფი იშვიათად ხვდებოდა ამ ადგილებში სხვა ადამიანებს, თუმცა მათივე უსაფრთხოებისთვისა და ეკლესიის თავდაპირველი სახის შენარჩუნებისთვის, უკეთესიცაა, რომ ეს ასეც დარჩეს. “ახალბედები ან არაკეთილსინდისიერი სტუმრები, ხშირად კიდევ უფრო უწყობენ ხელს ამ ადგილების მდგომარეობის გაუარესებას, ხშირად შემხვედრია ვანდალური ქმედებები.”

Credit: Francis Meslet/Jonglez Publishing
მართლმადიდებლური ჯვრები ორ დიდ ვიტრაჟს ამშვენებს, იტალიის ჩრდილო-დასავლეთ ლიგურიის რეგიონში მდებარე საძვალე.

სოფლის ეკლესია, რომელიც ურბანიზაციის გამო მოძველდა ან ძველი სამლოცველო, რომელიც ზარალს განიცდის. მესლეტის თქმით, მათი მიტოვების ძირითადი მიზეზი დაფინანსების არარსებობაა. მხოლოდ საფრანგეთში 100-ობით ეკლესიაა, რომელიც ბოლო წლებში დაიხურა. მათ მიტოვებას, მათივე უფუნქციობა იწვევს. 

Credit: Francis Meslet/Jonglez Publishing
საფრანგეთის აღმოსავლეთით მიტოვებული ეკლესიის საკურთხეველი.

“დროთა განმავლობაში, ჩემი ძიების პერიოდში, მე დავინახე, რომ მთელს ევროპაში მცირდება რელიგიური შენობების რაოდენობა.  ეს არის მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე ამ პროექტზე დამეწყო მუშაობა. თავდაპირველად წიგნს დავარქვი “Il Était Une Foi”. ფრანგულ ენაში “fois” (დრო) და “fois” (რწმენა) ერთნაირად გამოითქმის, ასე რომ თქვენ შეიძლება ინგლისურად თქვათ: “Once upon a Faith.” გამოცემის შემდეგ წიგნის სახელი ასეთია: Abandoned Churches: Unclaimed Places of Worship.” 

Poto Credit: Francis Meslet/Jonglez Publishing