შვეიცარიულად ზუსტი ისტორია ხუთ საყოველთაოდ ცნობილ საათზე

მიუხედავად იმისა, რომ 3000$-იანი საათიც და 30$-იანიც ერთსა და იმავე დროს აჩვენებს, ზოგი მოდელი, ბრენდი განსაკუთრებული ისტორიითა და შესაბამისად ფასით გამოირჩევა. დღეს მოგიყვებით მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ 5 საათზე.

მარია ანტუანეტა და მისი დაკარგული საათი

საათს „მარია ანტუანეტა“ საკმაოდ საინტერესო და უჩვეულო ისტორია აქვს. მართალია, მისი შექმნა აბრაამ ლუის ბრეგუტიმ დაიწყო, თუმცა თვითონ ის ვეღარ მოესწრო მის დასრულებას. საათს საბოლოო სახე ბრეგუტის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ მისმა შვილმა მისცა.

Credit: Michael Vainshtein from Wikimedia Commons

ისტორიის თანახმად, ყველაფერი დაიწყო 1783 წელს, როდესაც მარია ანტუანეტას თაყვანისმცემელმა ალექს ფონ ფერსენმა შეძლო და დაარწმუნა ბრეგუტი, დაემზადებინა ყველაზე ძვირფასი და გასაოცარი საათი მისი დედოფლისთვის. ბრეგუტიმ, რომელიც ცნობილი იყო თავისი ინოვაციური გამოგონებებით, დაიწყო მუშაობა მაჯის საათზე, რომელსაც ესთეტიკურ მშვენიერებასთან ერთად ძალიან ბევრი დამატებითი ფუნქციაც ჩაურთო: მუდმივი კალენდარი, ქარის სისწრაფის მზომავი, ღამის ცის სქემა და კიდევ მრავალი სხვა. თუმცა, ერთმა პრობლემამ იჩინა თავი: საათის 823-ე დეტალის სრულყოფას დასჭირდა ნავარაუდებზე გაცილებით – დაახლოებით 30 წელზე მეტი დრო. სამწუხაროდ, მარია ანტუანეტამ ვერ იხილა დასრულებული საათი, რადგან მაჯის საათმა საბოლო სახე მისი სიკვდილით დასჯიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ მიიღო.

შემდგომში „მარია ანტუანეტა“ შეიძინა სერ დევიდ სალომონსმა. სალომონსის გარდაცვალების შემდეგ კი, 1925 წელს, საათი შეემატა  მე-18 და მე -19 საუკუნეების ჯიბის საათების მნიშვნელოვან კოლექციას, როგორც ძირითადი ექსპონანტი ისლამური ხელოვნების მუზეუმში, იერუსალიმში.

ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ წლების შემდეგ, 1983 წლის 17 აპრილს, სერ დევიდის 100-ზე მეტი იშვიათი საათი და მათ შორის „მარია ანტუანეტა“ ერთ ღამეში გაქრა.

აღნიშნული, ბურუსით მოცული საქმე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაუხსნელი დარჩა. 2006 წლის აგვისტოში კი თელ-ავივის ანტიკვარების შემფასებელი დაუკავშირდა მუზეუმს და განაცხადა, რომ მოპარული რამდენიმე ნივთს თელ-ავივის ადვოკატი ფლობდა, რომლის დამკვეთმა მემკვიდრეობით მიიღო ისინი გარდაცვლილი ქმრისგან და სურდა, მუზეუმისთვის მიეყიდვა. თავდაპირველი მოთხოვნის ფასი იყო 2 მილიონი აშშ დოლარი (საქმეში შეთავაზებული ჯილდოს ღირებულება), მაგრამ საბოლოდ შეთანხმდნენ 35,000 აშშ დოლარზე. დაბრუნებულ ნივთებს შორის იყო “მარია ანტუანეტა” და ასევე ცნობილი “სიმპათიკის” საათი, ასევე ბრეგუტის მიერ დამზადებული. საბოლოოდ, ყველა საათი დაუბრუნდა მუზეუმს, სადაც ისინი დღესაც გამოფენილია.

2013 წელს „მარია ანტუანეტა“ 30 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.

თავისი დროის ყველაზე რთულად აწყობილი საათი – Patek Philippe Henry Graves Supercomplication

ნიუ–იორკის გამოჩენილი ბანკირის, ჰენრი გრეივი უმცროსისთვის შექმნილი საათი, 24 “გართულებით” ( ანუ დამატებითი 24 ფუნქციით) წარმოადგენდა ოფიციალურად ყველაზე რთულ მექანიზმს საათების ინდუსტრიაში 1989 წლამდე. საათი დამზადდა 1932 წელს და 2014 წელს გაიყიდა 24 მილიონ დოლარად Sotheby’s-ზე.

Credit: Courtesy Sotheby’s

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მასზე უფრო რთული მექანიზმის ბევრი საათი არსებობს, ფაქტი ფაქტად რჩება და  Patek Philippe Henry Graves Supercomplication მაინც ყველაზე რთული საათია. მისი შექმნის ისტორია გასაოცარია, რადგან ის დამზადებულია კომპიუტერისა და დახმარე ტექნოლოგიების გარეშე. საათს გააჩნია წუთიანი გამეორება “ვესტმინსტერის” რეკვით, წამზომი “ქრონოგრაფი”, რომელსაც შეუძლია ჩაწეროს ორი ერთდროული მოვლენა, აქვს მუდმივი კალენდარი, მთვარის ფაზები და მასთან დაკავშირებული სხვა დეტალები, მზის ამოსვლა და ჩასვლის მაკონტროლებელი მექანიზმი და ნიუ იორკის ღამის ციური სქემა. რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ხელით შედგენილი, გათვლილი და აწყობილი იყო. სწორედ ეს სძენს მას ძალიან დიდ ღირსებას.

პოლ ნიუმენის „როლექსი“

1960-იანი წლების ქრონოგრაფი ანუ დროის მცირე მონაკვეთების გასაზომი წამზომი დამზადებულია არა რაიმე ძვირფასი ლითონისგან, არამედ უბრალო ძველი ფოლადისაგან. მას არც რაიმე ოსტატური გართულება ახასიათებს – წამზომის ფუნქცია ემყარება იგივე მექანიკას, რომელიც ამ პერიოდის ათიათასობით საათში გვხვდება. ამას გარდა, მის უკანა მხარეზეც ჩვეულებრივად, უხეში სტილით და დიაგრამულად არის ამოტვიფრული: “Drive Carefully Me”.

Credit: Courtesy Phillips

მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი საათი. ეს იყო პოლ ნიუმანის, ცნობილი მსახიობის, საკუთარი კოსმოგრაფი Daytona. როგორც Rolex- ის საბოლოო მაგალითი, ის ჰოლივუდის ვარსკვლავს აჩუქა მისმა მეუღლემ ჯოან ვუდვარდმა 1968 წელს.

მსახიობი ხშირად იყენებდა მას. საათის ღირსება იმაში მდგომარეობდა, რომ ის გამოირჩეოდა ეგზოტიკური შეფერილობით და „სოკოს“ ფორმის სამართვი ღილაკებით. აღსანიშნავია, რომ ეს სტილი პოპილარული იყო 1960-იან წლებში, რითაც Rolex კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმას, რომ გამორჩეული შედევრები იშვიათია.

მიუხედავად მისი სიმარტივისა, საათი 2017 წელს ნიუ–იორკში უკვე გახმაურებული გაყიდვის მთავარი მოვლენა იყო. ის 17,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. 12 წუთიანი აუქციონი დასრულდა იმით, რომ მყიდველმა ის ტელეფონით იყიდა და ამით ნიუმენის საათმა მოხსნა რეკორდი: ის გახდა ყველაზე ძვირადღირებული მაჯის საათი, რომელიც ტელეფონით გაიყიდა.

ჯორჯ დენიელსის Space Traveller

მართალია, შესაძლებელია, რომ ამ საათმა მხოლოდ მე-16 ადგილი დაიკავოს აუქციონზე ოდესმე გაყიდულ ყველაზე ძვირადღირებულ საათებს შორის (გაიყიდა 2019 წელს 4,6 მილიონ დოლარად Sotheby’s-ზე), მაგრამ მის კლასიკად ქცეულ სილამაზესა და მექანიზმის გამორჩეულობას კვლავ სცემენ პატივს და სამართლიანად მიიჩნევენ უაღრესი ოსტატობით შესრულებულ შედევრად.

Credit: Courtesy Sotheby’s

Space Traveller-ის გამორჩეულობაზე მწარმოებელმა ჯორჯ დენიელსმა იმგვარად იზრუნა, რომ მან ის კოაქსიალური ანუ იზოლირებული სადენების/დეტალებისგან შექმნა, რათა საათს შესძლებოდა ძალიან მაღალ სიხშირიზეც ენერგიის თავისუფლად გადაცემა და მუშაობა. დენიელსმა “დენიელსის მეთოდით”, რომელიც გულისხმობდა საათის შიგთავსის თითოეული კომპონენტის ნედლი ლითონისგან ხელით შემუშავებას, ყოველგვარი ავტომატიზაციის გარეშე, საათი ყველანაირი კუთხით შთამბეჭდავად აქცია. ის იყო აბსოლუტურად ხელით დამზადებული და მაქსიმალურად მორგებული ყველანაირ გარემოს.

საჭიროა 30-ზე მეტი ტექნიკის დაუფლება, რომელსაც დენიელსი იყენებდა და ანტიკვარული ბრეგუტების მეთოდის აღდგენის გზით ასრულებდა, რათა შეძლოთ მსგავსი საათის დამზადება. ამ მეთოდით შემოიფარგლა მხოლოდ 35 საათის დამზადებისას, რომლებიც მან შექმნა მისი რამდენიმე მდიდარი მფარველისთვის. ამ საათებს შორის ყველაზე ცნობილი ჯიბის საათი იყო Space Traveller. ალბათ, გაგიკვირდებათ, რატომ შეარქვეს საათს ‘’სივრცეში მოგზაური’’? საქმე ისაა, რომ მას ეს სახელი NASA-ს აპოლოს პროგრამის საპატივსაცემოდ დაარქვეს და ის იყო “ისეთი საათი, რომელიც დაგჭირდებათ მარსზე გასაფრენად”. როგორც დენიელსმა თქვა, საათი ასეთი მნიშვნელოვანი იმიტომ იყო, რომ მას შეეძლო ციური დროის გამოთვლა.

ამგვარად, შესაძლებელია, რომ აპოლო 13-ის ჯგუფის წევრებიც სწორედ space traveller-ს იყენებდნენ, როდესაც თქვეს – „Houston, we have a problem!”

A private jet-ready wristwatch

გარდა შესანიშნავი Patek Philippe-ის Sky Moon Tourbillon-ისა, რომლის ღირებულება 1,75 მილიონი აშშ დოლარია, private jet-ready არის ყველაზე პრაქტიკული საათი, რომლის ყიდვაც ახლავე შეგიძლიათ. ეს არის საათი, რომელიც გამოიყენება ძალიან მაღალ სიმაღლეზე ფრენისას. მისი ზოლებიანი დიზაინით, F1 სტილის ესთეტიკით, ექსტრემალურ პირობებში გამძლე და უახლესი მასალებით აწყობილი ამ საათით, რიჩარდ მილმა შეანჯღრია ტრადიციული შვეიცარიული საათების მშვენიერი, ოდნავ მტვრიანი სამყარო.

Credit: Courtesy Richard Mille

მისი ბოლო შემოქმედების ბრენდინგი შესაბამისობაშია Airbus Corporate Jets-თან. იგი გამოირჩევა “ვიბრაციული” გარემოთი (თვისება, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისის მობილური ტელეფონებისა და პეიჯერების გულშემატკივრებისთვის იქნება ნაცნობი). მყარი ოქროს პატარა წონის წყალობით, რომელიც მაღვიძარაზე დანიშნულ დროს ტრიალებს წუთში 5400 ბრუნით, ფრთხილად ანიშნებს თქვენს მაჯას დადგენილი დროის შესახებ და აფხიზლებს ორგანიზმს ნაკლები დისკომფორტისა და ხმაურის შექმნით. საათს ასევე შეუძლია ცალ-ცალკე დაითვალოს ხმელეთსა და ჰაერში გატარებული დრო და მოახდინოს მათი კლასიფიკაცია სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით.

ამასთანავე, თუ მისი მწარმოებლების მუდმივი ტრაბახი private jet-ready wristwatch-ზე, საათის ღირსებად შეიძლება ჩაითვალოს, მაშინ მიიღეთ ესეც მხედველობაში : ))

2019 წელს საათი 1,2 მილიონ დოლარად შეფასდა.