გამოფენები, რომელთა დათვალიერებაც მიმდინარე წელს შეგვიძლია

კულტურაზე, ისევე როგორც სხვა უამრავ რამეზე გასულმა მძიმე წელმა დიდი გავლენა მოახდინა: დაიკეტა მუზეუმები, აღარ ეწყობოდა გამოფენები, არაერთი პროექტი გადაიდო განუსაზღვრელი ვადით. საბედნიეროდ დავემშვიდობეთ ზიანის მომტან 2020 წელს, ვიმედოვნებთ ყველაფერი წარსულში დარჩება, როგორც ისტორიის შავი ფურცლები. ამ წელს გასულ წელთან შედარებით მეტად მოვახერხებთ კულტურითა და ხელოვნებით საზრდოობას. ქვემოთ წარმოდგენილია ინფორმაცია იმ რამდენიმე გამოფენის შესახებ, რომლებიც უკვე დაგეგმილია.

Sophie Taeuber-Arp, Composition à sercles et demi-cercles, 1938

20 მარტს ,,Kunsmuseum basel-ში“ გაიხსნება სოფი ტაუბერ-არპის მთავარი გამოფენა, ივლისში გამოფენა ლონდონში, ,,tate modern-ში“ გადაინაცვლებს, ხოლო ნოემბერში ნიუ-იორკში. შესაბამისად იგი სამი მუზეუმის მიერაა ორგანიზებული. ეს იქნება დიდი რეტროსპექტივა, მიეძღვნება აბსტრაქციონიზმს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გადალახა საზღვრები ხელოვნებასა და დიზაინს შორის.

Bruce Nauman, Walks In Walks Out, 2015. Pinault Collection and Philadelphia Museum of Art

21 მარტიდან ვენეციაში, Punta dela Dogana უმასპინძლებს გამოფენას. იგი ეძღვნება ამერიკელ მოქანდაკეს, ფოტოგრაფს და მხატვარს,  ბრიუს ნაუმანს (დაიბადა 1941 წ.).

აპრილში საზოგადოება იხილავს ტანია ბრუგერას სოლო გამოფენას, რომელსაც მილანი უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვისაა შექმნილი. ტანია ბრუგერა კუბელი მხატვარია, მან 2020 წლის თებერვალში ქალაქის მასშტაბით განათავსა 200 აფიშა, მათზე გამოსახული იყო  ევროპული დროშის 12 ვარსკვლავი,  თან ახლდა წარწერა ,,დღეს მიგრანტებთან ცუდი ქცევა, ხვალ ჩვენთვის სამარცხვინო იქნება“.

ეს ყველაფერი არ არის. 18 აპრილს foundation beyeler-ი ხსნის დანიელ-ისლანდიელი მხატვრის ოლაფურ ელიასონის საგამოფენო პროექტს. ამ პროექტის შესახებ დეტალები ჯერ უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მხატვარი გარდაქმნის მუზეუმს, რათა შემოგვთავაზოს ბუნებისა და კულტურის, ჩვენი იდეების ჩაღრმავებული შესწავლა.

Marcel Broodthaers, Pipes cassées, 1969-70. Courtesy Estate Marcel Broodthaers

მნიშვნელოვანი სიახლე გველის სექტემბერშიც. 10 სექტემბერს გაიხსნება პერსპექტიული კვლევითი პროექტი მარჩელ ბროდთაერსის  შესახებ. იგი ბელგიელი მხატვარი და ევროპული კონცეპტუალური ხელოვნების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. მხატვრის ნაწარმოებების ზოგიერთი ნაწილი ჯერ კიდევ უცხოა, მაგრამ ამ შემთხვევისთვის წარმოდგენილი იქნება 100 სამეწარმეო ინდუსტრიული, ერთგვარი თავსატეხი, რომელიც დაგვანახებს ტექსტს სურათის იდეით, ხოლო სურათს, როგორც ტექსტს.

და ბოლოს, ასევე 2021 წელს თეო-მარიო კოპოლას კურატორობით გაიმართება გამოფენა ,,თემთა პალატა“. გამოფენის თარიღები და პროგრამა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დაგეგმილ გამოფენებზე დაყრდნობით შესაძლოა ითქვას, რომ მსოფლიოს ხელოვნების მხრივ ნაყოფიერი წელი ელის. უკეთესი ვიდრე წინა იყო. ის, ვინც შეძლებს აღნიშნული ღონისძიებებისთვის  თვალ-ყურის დევნებას დიდად ნასიამოვნები დარჩება, რადგან ხელოვნება და კულტურა ნამდვილად დიდ როლს ასრულებს ადამიანის აღქმისა თუ ემოციების ჩამოყალიბებაში.