
ქალაქი ჰეგრა საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. 2021 წლამდე ქვეყანა დამთვალიერებლებს არ აძლევდა უფლებას ეს ლოკაცია მოენახულებინათ. თუმცა, ეს ასე აღარ იქნება, 2000 წლის შემდეგ პირველად ტურისტებს შეუძლიათ, დაუვიწყარი დრო გაატარონ ამ ადგილას.

დევიდ გრაფმა, მაიამის უნივერსიტეტის პროფესორმა, განაცხადა, რომ ადგილი უნიკალურია და ტურისტებს უამრავი თავგადასავალი ელით ამ ლოკაციაზე. აღსანიშნავია, რომ ჰეგრა მხოლოდ სილამაზით და თავისებურებით არ გამოირჩევა, არამედ ქალაქი ცენტრს წარმოადგენდა საერთაშორისო ვაჭრობის გამო.

ლაილა ნეჰმემ, ჰეგრას არქეოლოგიური პროექტის დირექტორმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხალხის ისტორია ძალიან საინტერესოა, თუმცა საზოგადოებამ მათ შესახებ თითქმის არ იცის, რადგან ცნობებს წიგნებში ვერ პოულობენ. მის მიერ დაწყებული პროექტი ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდება.

საუდის არაბეთმა გადაწყვეტილება პროგრამის, „Saudi Vision 2030” გამო მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანას დაეხმაროს ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში. ისინი ტურის გიდებსაც ფრთხილად არჩევენ და ტრენინგებს უტარებენ მათ, რათა ტურისტებს მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებზე.
