
ამერიკის კრიტიკოსთა ასოციაციამ „კრიტიკოსთა რჩეული სატელევიზიო შოუების” რიგით მეთერთმეტე დაჯილდოების ნომინანტები დაასახელა. დრამატულ სერიალთა სიას „გვირგვინი“ და „ოზარკი“ 6-6 ნომინაციით ლიდერობენ, კომედიურ ნამუშევრებს შორის კი ყველაზე მეტი ნომინაცია კანადურმა სერიალმა „Schitt’s Creek” და სიტკომმა „What We Do In The Shadows” მოიპოვეს.
დაჯილდოებას, რომელიც 7 მარტს გაიმართება, მომღერალი და მსახიობი ტეი დიგსი წაიყვანს. მთავარ ნომინაციებში წარდგენილთა სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:
საუკეთესო დრამატული სერიალი

- Better Call Saul
- The Crown
- The Good Fight
- Lovecraft Country
- The Mandalorian
- Ozark
- Perry Mason
- This Is Us
საუკეთესო მსახიობი ქალი – დრამა

- ქრისტინ ბარანსკი (The Good Fight)
- ოლივია კოლმენი (The Crown)
- ემა კორინი (The Crown)
- კლერ დეინსი (Homeland)
- ლორა ლინი (Ozark)
- ჯერნი სმოლეტი (Lovecraft Country)
საუკეთესო მსახიობი კაცი – დრამა

- ჯეისონ ბეიტმანი (Ozark)
- სტერლინგ კ. ბრაუნი (This Is Us)
- ჯონათან მეიჯორსი (Lovecraft Country)
- ჯოშ ო’კონორი (The Crown)
- ბობ ოდენკირკი (Better Call Saul)
- მეთიუ რაისი (Perry Mason)
საუკეთესო კომედიური სერიალი

- Better Things
- The Flight Attendant
- Mom
- PEN15
- Ramy
- Schitt’s Creek
- Ted Lasso
- What We Do in the Shadows
საუკეთესო მსახიობი ქალი – კომედია

- პამელა ედლონი (Better Things)
- ქრისტინა ეპლგეიტი (Dead To Me)
- კეილი კუოკო (The Flight Attendant)
- ნატაშა დემეტრიუ (What We Do in the Shadows)
- ქეთრინ ო’ჰარა (Schitt’s Creek)
- ისსა რეი (Insecure)
საუკეთესო მსახიობი კაცი – კომედია

- ჰენკ აზარია (Brockmire)
- მეტ ბერი (What We Do in the Shadows)
- ნიკოლას ჰოულტი (The Great)
- იუჯინ ლევი (Schitt’s Creek)
- ჯეისონ სუდეიკისი (Ted Lasso)
- რამი იუსეფი (Ramy)