
პარტნიორებმა, მიუჩია პრადამ და რაფ სიმონსმა საერთო კოლექცია წარადგინეს, ამჯერად მამაკაცებისთვის. სადებიუტო ჩვენება 17 იანვარს გაიმართა. შექმნილი ვითარების გამო შოუ ფიზიკურ სივრცეში არ ჩატარებულა. 2020 წლის 2 აპრილიდან დიზაინერები ერთად ქმნიან კოლექციებს, ამ ყოველივეს გამო მათი ნამუშევრების მიმართ ინტერესი იზრდება.

აღსანიშნავია, რომ კოლექციისთვის ოთახები რემ კოლჰაუსმა და ამომ შექმნეს. ვიზუალური მხარე უმეტესად კონტრასტს ქმნიდა ნამუშევრებთან და დიზაინერების მიზანიც ეს იყო. კოლექციას რაც შეეხება, მრავალფეროვნება, თავისუფლება, ინტერპრეტაციის დიდი დოზა, სწორედ ამ ტერმინებით შეიძლება მისი დახასიათება.

შოუს შემდეგ დიზაინერებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს. შეკითხვები, ძირითადად, მათი მუშაობის პროცესს ეხებოდა, საბოლოოდ კი მათ პანდემიის გავლენასა და მოდის სამყაროს მომავლის შესახებაც ისაუბრეს.