Warner bros.–მა ვილი ვონკას პრექუელი დააანონსა

2023 წლის 17 მარტს მაყურებელი ეკრანებზე „ვონკას“ იხილავს. ფილმი როალდ დალის წიგნის „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ პრექუელია და მისი ექსცენტრიული პერსონაჟის, ვილი ვონკას, ისტორიას გვიყვება მისი ცნობილი ქარხნის შექმნამდე.

Photo Credits to Warner Bros.

ვილი ვონკას ისტორიის გადმოცემაზე საიმონ რიჩი,  „პედინგტონის“ რეჟისორი პოლ კინგი და „ჰარი პოტერის“ პროდიუსერი დევიდ ჰეიმანი დაახლოებით ოთხი წელია მუშაობენ. „ვონკა“ პერსონაჟის ახალგაზრდობას გაგვაცნობს და გვაჩვენებს როგორ შეიქმნა მისი შოკოლადის „იმპერია“.  ფილმის სცენარის პირველადი ვერსია, რომელზეც საიმონ რიჩმა იმუშავა, უკვე მზადაა. ქასთინგის პროცესი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მთავარ როლში ტიმოთი შალამე და ტომ ჰოლანდი განიხილებიან.