ლივია ვიკსნა 26 წლის მხატვარ-ილუსტრატორია დანიიდან. 2 წლის განმავლობაში არტისტი საქართველოში ცხოვრობდა. მისთვის განსაკუთრებული იყო აქ გატარებული თითოეული დღე. თავგადასავლების აღსაწერად მან ილუსტრაციები შექმნა, რათა ნათლად წარმოეჩინა შთაბეჭდილებები.
“თორმეტი” დაუკავშირდა მას და სთხოვა, მისთვის საყვარელი ნამუშევრების შთაგონებები ჩვენი მკითხველისთვის წარედგინა.
Iveria

„ივერია ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, მისი არაერთი ტრანსფორმაციის გათვალისწინებით, ეს ნაგებობა 1990-იანი წლების თბილისის სიმბოლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვცხოვრობდი საქართველოში ამ დროს, როდესაც ამ სასტუმროს ძველ სურათებს ვუყურებ, ვხვდები, თუ როგორ გამოიყურებოდა ის ძველ დროს.“
Chiatura

„მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთხელ ვესტუმრე ამ ქალაქს, ჩემი აზრით, ის გასაოცარი ადგილია. იქიდან გამომდინარე, რომ მეც პატარა ქალაქიდან ვარ წარმოშობით, ჩემთვის ეს ქალაქი თითქოს სახლივით იყო.“
The Wishing Tree

„საქართველოში მყავდა მეგობარი, რომელიც ამ ფილმით აღფრთოვანებული იყო, მას შემდეგ რაც ქვეყანა დავტოვე, ვნახე ეს ფილმი და სწორედ ის იყო ჩემი ინსპირაციის წყარო ამ ილუსტრაციის შექმნისას.“
The Color of Pomegranates

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი არ არის ქართული, ჩემთვის მაინც საქართველოსთან ასოცირდება. ეს ნამუშევარი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ გადავწყვიტე ილუსტრაცია შემექმნა.“
Bagebi

„საქართველოში ამ ადგილთან ძალიან ახლოს ვცხოვრობდი და არაერთხელ მივსულვარ ამ ლოკაციაზე. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს არ მოსწონს ეს ტერიტორია, თუმცა, ჩემი აზრით, ის საბჭოთა კავშირის სტილს კარგად აღწერს. აქ ჩანს განსხვავებული არქიტექტორული შტრიხები, რომელიც ადგილს განსაკუთრებულს ხდის.“
Tskaltubo

„წყალტუბოში არასდროს ვყოფილვარ და ვფიქრობდი, რომ არ უნდა შემექმნა ილუსტრაციები ამ ქალაქის შესახებ, თუ თავად არ ვნახავდი მას. ამ მიზნით ვესტუმრე ამ ადგილს და ძალიან მომეწონა, ჩემთვის შთამბეჭდავი იყო მიტოვებული სახლებიც კი.“
Nutsubidze skybridge

„ამ ადგილის შესახებაც არ მინდოდა ილუსტრაციის შექმნა, სანამ არ ვნახავდი. საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, ეს ლოკაციაც მოვინახულე, გადავიღე ბევრი ფოტო, რათა ჩემი ნამუშევრები უფრო კარგი გამოსულიყო.“
Chronicles of Georgia

„მომწონს ის ფაქტი, რომ ეს ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია, თუმცა აქ ნაკლებად არიან ისინი. თბილისი ზღვის ხედი გასაოცარია და აქ არაერთხელ ვყოფილვარ ამ მიზეზის გამო.“
Devil Houses

„ჩემთვის ძალიან საინტერესოა ის ისტორიები, რომლებიც არის თბილისში. გამიჭირდება, დავასახელო სხვა ქალაქი, რომელიც ამდენ სიურპრიზსა და თავგადასავალს უმზადებს მნახველს.“