ყველაფერი, რაც „აკადემია ამბრელას“ მესამე სეზონზე უნდა ვიცოდეთ

გაფრთხილება: ტექსტი შეიცავს სპოილერებს

უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული, რომ „აკადემია ამბრელას“ მესამე სეზონიც ექნება.  ცნობილი კომიქსის ეკრანიზაცია დისფუნქციურ ოჯახზე გრძელდება. წინა ორ სეზონში ჰარგრივსებმა უკვე მოახერხეს აპოკალიფსის თავიდან არიდება, თუმცა მათი თავგადასავალი აქ არ სრულდება.

Photo Credits to Netflix

მეორე სეზონის დასასრულიდან მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ აპოკალიფსისთვის თავის არიდების შემდეგ ჰარგრივსები მათთვის უცხო სამყაროში აღმოჩნდნენ, სავარაუდოდ ეს პარალელური სამყარო უნდა იყოს, სადაც „აკადემია ამბრელა“ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონებში ოჯახში არსებული გარკვეული პრობლემები მოგვარდა ურთიერთობებთან დაკავშირებით და მაყურებელსაც სეზონის დასასრულს კარგი მოლოდინი ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ ჰარგრივსების ცხოვრება ჯერ კიდევ  არ გამარტივებულა საბოლოოდ.

ამ რეალობაში, სერ რეჯინალდ ჰარგრივსი-და-ძმების არაბიოლიგიური მამა ისევ ცოცხალია, ის ახალ რეალობაში აღმოჩენილ ჰარგრივსებს ატყობინებს, რომ ეს მათი სახლი არაა და იქაურობა სულ სხვა ადამიანებს ეკუთვნით.

მეორე სეზონის დასასრულმა პირველ სეზონზე უფრო მეტი კითხვა გააჩინა, რომელთა ამოხსნასაც მაყურებელი შემდეგ სეზონში იმედოვნებს.

ჯერ კიდევ უცნობია, რატომ გაჩნდა 1989 წლის პირველ ოქტომბერს 43 ბავშვი მოულოდნელად,  მაშინ, როცა ამ ბავშვების მშობელი დედები წინა დღეს ორსულად არც კი ყოფილან. ასევე უცნობია სად არიან დანარჩენი ბავშვები.

სერიალის ნაწილი ჯერ მხოლოდ „აკადემია ამბრელას“ 7 წევრზე მოგვითხრობს, თუმცა როგორც მეორე სეზონის დასასრულიდან ჩანს, არსებობს ახალი აკადემია, რომლის ერთ-ერთი წევრიც პარალელურ რეალობაში გარდაცვლილი ბენია. ბენი ჰარგრივსების რეალობაში აკადემია ამბრელას წვერი იყო, თუმცა მოცემულ რეალობაში მის და-ძმებს ვერ ცნობს.

მეორე სეზონის დასასრულიდან შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ კომისიაში სერიოზული რეფორმები გატარდება, მაგრამ როგორც ფანები ვარაუდობენ, არც ის იქნება გასაკვირი, თუკი კომისიის ძველი ლიდერი კვლავ გამოჩნდება.

Photo via Decider

ასევე მნიშვნელოვანი საკითხი ახალი აკადემიის წევრების იდენტობა, წარმოადგენენ თუ არა ისინი ჰარგრივსების მსგავსი უნარების მქონე ბავშვებს და რა ურთიერთობა აქვთ სერ რეჯინალდთან.

ამავე დროს, მეორე სეზონიდან გამოჩნდა, რომ სერ რეჟინალდ ჰარგრივსი უცხოპლანეტელია, მაყურებლები იმედოვნებენ, რომ ეს ინფორმაციაც დიდ როლს ითამაშებს მესამე სეზონის სიუჟეტურ განვითარებაში.

ამ საკითხებთან ერთად არსებობს სხვა ბევრი კითხვა, რაც უკავშირდება 1963 წელში აღმოჩენილი სერიალის გმირების ურთიერთობებს. მაგალითად, ის, რომ ჰარლენს ვანიასგან გადაეცა გარკვეული ძალა/უნარი. ამავე დროს, მოსალოდნელია მესამე სეზონში მერვე დის, ლილას დაბრუნება, რომელმაც მეორე სეზონის ფინალში თავისი ძალები გამოავლინა. ამ ვარაუდს ისიც ამტკიცებს, რომ მას დიეგოსთან „დაუსრულებელი საქმე“ აქვს.

მესამე სეზონის პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილია არაა, ტრეილერიც სავარაუდოდ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე გასაჯაროვდება, ამიტომაც მაყურებელს მესამე სეზონის სიუჟეტთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ ვარაუდი შეუძლია.