ფილმებში გაცოცხლებული ნახატები

„ვიღაცები ამბობენ, რომ არსებობს უამრავი გზა ფილმის სცენის შესაქმნელად, მე კი ვიტყვი, რომ არსებობს მხოლოდ ორი და მათგან ერთი არასწორია“ – ასე გამოხატავს ფილმის საერთო სცენარში თითოეული სცენის უნიკალურობას და შექმნის სირთულეს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერი დევიდ ფინჩერი.

ალბათ, შეგხვედრიათ  კადრი ფილმიდან, რომელმაც იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე, რომ სრული ფილმის ნახვა გადაგაწყვეტინათ. სწორედ ასეთი სცენები ხდიან ფილმს უნიკალურს და მინდა გითხრათ, რომ ხშირად ისინი მნიშვნელობით თუ არ უტოლდებიან, არ ჩამოუვარდებიან მაინც ფილმის სრულ სიუჟეტს. უდავოა, რომ ასეთი სცენების უკან მთელი ხელოვნება იმალება და როგორც ხელოვანებს სჭირდებათ შემოქმედებისთვის ინსპირაციის წყარო, ასევე სჭირდებათ კინორეჟისორებსაც. მათთვის ინსპირაციას  შეიძლება წარმოადგენდეს ყველაფერი მათ გარშემო,  პირადი ან სხვისი გამოცდილებიდან,  ისტორიიდან ან აწმყოში მიმდინარე პროცესებიდან, მომავლის წარმოდგენებიდან, ან სულაც წარმოსახვიდან. დღეს წარმოგიდგენთ ფილმის სცენებს, რომელთა ინსპირაცია, როგორც უკვე მიხვდით, ნახატები გახდნენ:

ნახატი: „პრინც ედვარდის კუნძული” (1965), ალექს კოლვილი
ფილმი: „ამომავალი მთვარის სამეფო” (2012), უეს ანდერსონი
ნახატი: „ოფელია” (1851-1852), ჯონ ევერეტ მილაისი 
ფილმი: „მელანქოლია ” (2011), ლარს ფონ ტრიერი

ნახატი: „ყვავები ჭვავის ყანაში“ (1890), ვინსენტ ვან გოგი
ფილმი: „სიზმრები“ (1990), აკირა კურასოვა

ნახატი:  „მსვლელობა გოლგოთისკენ (1564), პიტერ ბრეიგელი
ფილმი: „წისქვილი და ჯვარი“ (2011), ლეხ მაიევსკის

ნახატი: „უისტლერის დედა“ (1871), ჯეიმს უისტლერი
ფილმი: „პრეზიდენტი“ (1919), კარლ თეოდორ დრეიერი

ნახატი: „ნაპოლეონი კვეთს ალპებს“ (1801), ჟაკ-ლუის დეივიდი
ფილმი: „მარი ანტუანეტი“ (2006), სოფია კოპოლა

ნახატი: „ნიუ-იორკის კინოთეატრი“ (1939), ედვარდ ჰოპერი
ფილმი: „შერლი: რეალობის გამოსახულებები“ (2013), გუსტავ დიუტჩი

ნახატი: „კოშმარი“ (1781), ჰენრი ფიუსელი
ფილმი:  „გოთიკა“ (1986), კენ რასელი

ნახატი: „ფრიდა და დიეგო რივერა“ (1931), ფრიდა კალო
ფილმი: „ფრიდა” (2002), ჯული ტეიმორი

ნახატი: „კოცნა” (1908), გუსტავ კლიმტი
ფილმი: „შეშლილთა კუნძული” (2010), მარტინ სკორსეზე

ნახატი: „გატეხილი სვეტი” (1944), ფრიდა კალო
ფილმი: „მეხუთე ელემენტი“ (1997), ლიუკ ბესონი

ნახატი: „ჯორჯეტ მაგრიტი“ (1934), რენე მაგრიტი
ფილმი: „მალენა“ (2000), ჯუზეპე ტორნატორე