
ცნობილი ამერიკელი რადიო და ტელეწამყვანი ლარი კინგი 23 იანვრის დილით გარდაიცვალა. ინფორმაცია კინგის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.
კინგი ამერიკული სატელევიზიო სივრცის ერთ-ერთ ლეგენდადაა მიჩნეული. მისი თოქ-შოუ Larry King Live ტელეკომპანია CNN-ის ეთერში 25 წლის განმავლობაში გადიოდა და რეიტინგების არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული.
ლარი კინგი საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 2020 წლის ბოლოს მოათავსეს.