მასწავლებელი, რომელიც სანდერსის ნაქსოვი ხელთათმანების ავტორია

Photo by Brendan SMIALOWSKI / AFP

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია არაერთი მოვლენით იყო გამორჩეული, თუმცა, განსაკუთრებულად გამოწყობილ ადამიანებს შორის, ყველაზე დიდი ყურადღება ბერნი სანდერსმა დაიმსახურა. მისმა კადრმა, რომელშიც ძალიან მყუდრო შესახედაობის მქონე ხელთათმანები აცვია, ძალიან სწრაფადვე არაერთი meme-ის შექმნის იდეა დაბადა და ინტერნეტსივრცე სრულიად მოიცვა. იმ ადამიანებმა, ვინც სანდერსს დიდი ხანია აკვირდებიან, აღნიშნეს, რომ ის ამ ხელთათმანს უკვე წლებია ატარებს.

ინტერნეტსივრცისთვის ტრენდად ქცეული ხელთათმანების შემქმნელი სკოლის მასწავლებელი ჯენ ელისია. იგი Slate-თან ინტერვიუში ყვება, როგორი რეაქცია ჰქონდა, როდესაც მისი მოქსოვილი ხელთათმანი ასეთი პოპულარული გახდა და როგორ დაიტვირთა მისი მეილი და სამომავლო გეგმები ამ კადრის გავრცელების შემდეგ.

როგორც ელისი ამბობს, ინაუგურაციის ყურებისას, როდესაც კამერამ ახლო კადრი სანდერსზე შეაჩერა, გაოცებული და გახარებული იყო. მას შემდეგ არაერთი შემოთავაზება მიიღო, რომ ხელთათმანები ბიზნეს იდეად ექცია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, უკვე არჩეული აქვს საქმე, რომელსაც უნდა, რომ მიჰყვეს.

„ვინ იცის, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება? გზა, რომელსაც მივყვები, ჩემთვის უზარმაზარი სიხარულის მომტანია და ვფიქრობ, ესაა წარმატების ყველაზე დიდი სიმბოლო, ხომ ასეა? სასიხარულოა დიდების ეს პატარა გამონათება, მაგრამ ეს ჩაივლის, შემდეგ კი ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრება ისეთი იქნება, როგორიც უკვე არის, რაც, რაღაც მხრივ, სასიამოვნოა.“

ინტერნეტის მომხმარებლები ბერნი სანდერსის გამოსახულებას სხვადასხვა ტექსტით აფორმებენ და საყვარელი ფილმებისა თუ სერიალების ეპიზოდებთან აერთიანებენ. Meme-ები ფართოდ გავრცელდა ქართულ ინტერნეტსივრცეშიც.