HBO Max „ჰარი პოტერის“ მიხედვით სერიალს იღებს

ჟურნალ Variety-ის გავრცელებული ინფორმაციით,  ჰარი პოტერის სერიები HBO Max-ში განვითარების საწყის ეტაპზეა.

Photo Credits to Warner Bros.

უკვე დიდი ხანია ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯადოქრების სამყარო სატელევიზიო შოუში გადაინაცვლებდა. ახლა კი, როგორც ჩანს გეგმები წინ მიდის, თუმცა ამჟამად პროექტზე არც მწერლები და არც სხვა შემოქმედებითი ჯგუფი არ მუშაობს. ჯერჯერობით არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ ძირითადად რას შეეხება შოუს მთავარი სიუჟეტი, ჰარი პოტერის რომელიმე უკვე არსებულ ნაწილზე იქნება ფოკუსირებული თუ მის შემდგომ განვითარებაზე.

HBO Max-სა და Warner Bros-ს საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. აღნიშნული სიახლე პირველმა The Hollywood Reporter-მა გაავრცელა.