ძაღლები ცნობილი 12 ფილმიდან

„წარმოგიდგენთ ძაღლს, რომელიც ხატავს“, „გმირი ძაღლი, რომელმაც პატრონი დახრჩობისგან გადაარჩინა“, „მოცეკვავე ძაღლმა ჩემპიონატში გაიმარჯვა“, ამ და სხვა სათაურებით თქვენ უამრავი მასალა შეგხვდებათ ინტერნეტსივრცეში, რომელიც ადამიანის მეგობარი ცხოველების მრავალმხრივ განვითარებულ უნარებზე მეტყველებს.  ეს უნარები არც კინორეჟისორებს გამორჩენიათ და სამსახიობო ნიჭადაც აქციეს. დღეს  წარმოგიდგენთ ჩვენთვის უკვე  კარგად ნაცნობ ფილმის გმირებს, რომლებიც არც მეტი, არც ნაკლები, ძაღლები არიან.

სქრაფსი, „ძაღლის ცხოვრება“ (1918)

ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელიც ძაღლის მონაწილეობით გამოჩნდა ეკრანებზე ჩარლი ჩაპლინის კომედია იყო. უსახლკარო ჩარლი იპარავდა ღვეზელებს, სქრაფსი სოსისებს და ასე ცდილობდა ორი მეგობარი ქალაქში თავის გადარჩენას.

ჰაჩიკო, „ისტორია ძაღლ ჰაჩიკოზე“

მეორე, ალბათ ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფილმია: „ისტორია ძაღლ ჰაჩიკოზე“, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. ჰაჩიკოს სახელი იაპონურად ერთგულ ძაღლს ნიშნავს, რომელსაც ამართლებს კიდეც ჩვენი პერსონაჟი.

ლესი „ლესი“ (2005)

ჰაჩის მსგავსად ერთგულებით გამოირჩეოდა ძაღლი სახელად ლესი, რომელიც სახლში დასაბრუნებელ გზაზე უამრავ თავგადასავალში ეხვევა. ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ეს ისტორია შთაგონების წყარო გახდა კინორეჟისორებისთვის მრავალი სხვა ფილმისა და სერიალის გადასაღებად. 

მაილო „ნიღაბი“ (1994)

ალბათ, ყველას გაგახსენდებათ ფილმში: „ნიღაბი“, როგორ ასრულებს კულმინაციურ სცენას ძაღლი მაილო.

სკუბი დუ „სკუბი“ (2002-2020)

მოსაზრებას, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია, შაგის და სკუბის მეგობრობა ადასტურებს.

პონგო, პერდიტა და მათი ლეკვები „101 დალმატინელი“ (1996)

ყველა ადამიანი არ მეგობრობს ძაღლებთან და მეტიც, ზოგიერთი მათ მოსაკლავადაც კი დასდევს. კრუელა დევილი ფილმიდან 101 დალმატინელი, ასეთი ადამიანების მაგალითია.

მაქსი „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ (2000)

მაქსს ადამიანები ისე სულაც არ სძულს, როგორც მის პატრონს, თუმცა გრინჩის დაჟინებული მოთხოვნით ის მის ბოროტულ საშობაო თავგადასავალში ეხვევა და რუდოლფის როლსაც ირგებს.

მარლი, „მარლი და მე“ (2008)

მარლის ახლადდაქორწინებული წყვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ამასთან, მათ გამოცდებსაც უწყობს.

ბრუისერი, „ქერათმიანი ადვოკატი“ (2001-2003)

ფილმის პირველ ნაწილში ბრუისერი მხოლოდ აქსესუარია პატრონისთვის, ხოლო მეორეში ის  ერთ-ერთ მთავარ როლს ირგებს.

სამანტა „მე ვარ ლეგენდა“ (2007)

ზომბებით სავსე ქალაქში ნევილი თავის ძაღლთან ერთად იწყებს სხვა გადარჩენილი ადამიანების ძებნას და აპოკალიფსურ თავგადასავალშიც აღმოჩნდება.

გასაღებების მცველი ძაღლი, „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“ (2003)

კარიბის ზღვის მეკობრეებიდან ალბათ ყველას გახსოვთ, გასაღებების მცველი ძაღლი, რომლის მიტყუებასაც ცდილობენ პატიმრები საკნიდან თავის დასაღწევად.

ლედი და მაწანწალა, „ლედი და მაწანწალა“ (1995)

და ბოლოს, ამბავი  ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ ძაღლზე, რომელთა სიყვარულის ისტორია მათი პატრონების სიყვარულის ისტორიის პარალელურად ვითარდება.