
ბრიტანელმა არტისტმა, ჯონათან ტრაუტემ, სკულპტურები შექმნა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმოგზაურა. მისი ნიმუშები იმდენად გამორჩეული აღმოჩნდა, რომ ნიუ-იორკის ფრიდმენ ბერნას გალერეა დაინტერესდა. ჯონათანი გამოფენას სულ მალე გამართავს.


ჯონათანმა და მისმა მეუღლემ ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში იმოგზაურეს. არტისტისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ამერიკული ლანდშაფტები, რომლებიც მისთვის ინსპირაციის წყარო გახდა.

Deezen-თან ინტერვიუში, ტრაუტემ განაცხადა, რომ შტატები მისთვის იმაზე საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. „ჩემი აზრით, სწორედ ასეთი იქნება სამყარო მომავალში, როდესაც ადამიანები მეტ დროს გაატარებენ ბუნებაში. “- აცხადებს არტისტი.


ტრაუტე სხვა არტისტებთან ერთად მუშაობს არაერთ პროექტზე და ასე ახერხებს, რომ გამორჩეული ნამუშევრები შექმნას. მან ასევე აღნიშნა, რომ ის არ არის პიონერი და ავსტრიელი არტისტი, ფრენც ვესტი, მისთვის მისაბაძია.

„იმედი მაქვს, ამ ნამუშევრების წყალობით, დამთვალიერებლები „იმოგზაურებენ“ ამ ადგილებში“ – ამბობს ჯონათანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტში ტრაუტე ავეჯის დიზაინერის როლშია, ის ფიქრობს, რომ ამ სფეროში მოღვაწეობას აღარ გააგრძელებს.
