
2020 წელი საკმაოდ უჩვეულო იყო, შესაბამისად, არაერთ სფეროში გარდაუვალი გახდა ცვლილებები, გამონაკლისი არ არის არქიტექტურაც. გასულ წელს არაერთი პრობლემა მოგვარდა დიზაინერების მიერ შექმნილი ინოვაციით, ქალაქების გადაკეთებით თუ ასე შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამდე ამას ვერავინ იფიქრებდა. წარმოგიდგენთ 4 ახალ კატეგორიას არქიტექტურაში, რომლებიც ახალი რეალობის გათვალისწინებით ნამდვილად რელევანტურია.

არქიტექტურა და ჯანმრთელობა

2020 წელს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა. პანდემიის ფონზე არაერთი დაწესებულება გადაკეთდა იმისთვის, რომ ეფექტურად გამკლავებოდნენ კრიზისს. მიუხედავად იმისა, რომ შექმნილი შენობები არ არის მუდმივი, არაერთმა არქიტექტორმა მოახერხა, რომ სწრაფად ემუშავა და შეექმნა ნაგებობები, რომლებიც მომავალში ალბათ ბევრად სასარგებლო იქნება.
არქიტექტურა და გარემო


კლიმატის ცვლილება კვლავ დიდ გამოწვევად რჩება მსოფლიოში და ყოველდღიურად სიტუაცია უარესდება. მიუხედავად ამისა, არსებობენ არქიტექტორები, რომლებიც ითვალისწინებენ ამ პრობლემას და ისეთ ნაგებობებს ქმნიან, რომლებიც გარემოს არ აზიანებს.
არქიტექტურა და ახალი ტექნოლოგია

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, ეს ყოველივე მათი პროფესიის ნაწილიც ყოფილიყო. მათ დეტალები გამოიყენეს და შედეგი შთამბეჭდავი აღმოჩნდა. დღევანდელ გამოწვევებს სწორედ ასეთი დიზაინის მქონე ნაგებობები გაუმკლავდება, რადგან ისინი მდგრად განვითარებას შეუწყობენ ხელს.
არქიტექტურა და ეკონომიური დიზაინი

პანდემიის ფონზე ყველა ცდილობს, რომ რესურსები ეკონომიურად გამოიყენონ და არქიტექტორებმაც გაითვალისწინეს ეს ყოველივე. ასეთი მეთოდის დადებითი მხარე ის არის, რომ ადგილობრივი ეკონომიკა იზრდება, ადამიანებს მეტი შესაძლებლობები აქვთ და კლიმატის პრობლემების გადაჭრაც მარტივად ხერხდება.
