ბუნება – ინსპირაციის წყარო არტისტებისთვის

Photo Credits to Jeremy Underwood

ხელოვანები ბუნებას არასაკმარის ყურადღებას უთმობენ ხოლმე. კორონავირუსის გავრცელებამ კი ხაზი გაუსვა გარემოს მნიშვნელობას და არტისტებმა დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ყოველივეს დაკავშირება თავიანთ საქმესთან. წარმოგიდგენთ 5 არტისტს, რომლებმაც ეს შთამბეჭდავად მოახერხეს.

Anthony Garratt, High and Low / Uchel ac Isel

Photo Credits to Anthony Garratt

იქიდან გამომდინარე, რომ ეს არტისტი ბრიტანელია, მან ამ ინსტალაციის საშუალებით ჩრდილოეთ უელსის სილამაზეს გაუსვა ხაზი. ლინ ლიდოუს ტბაში მოთავსებულმა ისტორიულმა ნამუშევარმა დიდი ყურადღება დაიმსახურა და ხელოვანმა ნამუშევრის გამო არაერთი პრიზი მოიპოვა.

Jim Jacobs, Crest

Photo Credits to Jim Jacobs

ჯიმ ჯეიკობსი სკულპტურებს ქმნის უმეტესად, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მისთვის ინსპირაციის წყარო ხე იყო, შედეგი კი ელეგანტური, სადა და მრავლისმთქმელი აღმოჩნდა. თავად არტისტი აღნიშნავს, რომ სურდა, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა წარმოედგინა ამ ნამუშევრის საშუალებით.

Elise Guillaume, Connecting Water

Photo Credits to Elise Guillaume

ელისი ეცადა, რომ გარემოსთან ასოცირებულ პრობლემებზე გაესვა ხაზი. ის ასევე იკვლევს ინდუსტრიებს, რათა კავშირი იპოვოს მათსა და ბუნებას შორის. არტისტი დიდ ყურადღებას ანიჭებს მდგრად განვითარებას და დაუღალავად იბრძვის სასურველი შედეგის მისაღწევად.

Adriana Salazar, Moving Plant #32

Photo Credits to Adriana Salazar

„მოსიარულე მცენარე #32“ ადრიანა სალაზარის შექმნილი ინსტალაციაა, რომელიც არაერთ ლოკაციაზე გამოფინეს. მას სურდა, იმ პრობლემებისთვის გაესვა ხაზი, რომელიც დღეს რელევანტურია და ეხება გარემოს დაცვას.

Jeremy Underwood, Human Debris

Photo Credits to Jeremy Underwood

ჯერემი ანდერვუდის ნამუშევარი ჰიუსტონშია შექმნილი. იქიდან გამომდინარე, რომ ფარვატერებში გარემო ძალიან დაბინძურებულია, არტისტის მიზანი ამის წარმოჩენა იყო. ის ადგილზე ტოვებს შექმნილ ნამუშევრებს, რათა სხვა ადამიანებმა ნახონ და დაფიქრდნენ ამ პრობლემებზე.