
კორონავირუსის პანდემიის გამო ადამიანებს მეტი თავისუფალი დრო აქვთ, შესაბამისად, ფილმებზე რჩევები ძალიან საჭირო და სასარგებლოა. არქიტექტურას და დიზაინს დიდი მნიშვნელობა აქვს არაერთი მაყურებლისთვის, მათთვის ნამუშევარი სრულყოფილი მაშინ იქნება, როდესაც ეს ყოველივეც უჩვეულო იქნება.
წარმოგიდგენთ 12 ფილმს, რომლებიც შთამბეჭდავი არქიტექტორული ნამუშევრებით გამოირჩევიან.
BLACK PANTHER (2018)

მარველის შავი პანტერა 2018 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი იყო. გამოგონილი ქვეყანა, ვაკანდა, უჩვეულო არქიტექტორული ნამუშევრებითაც გამოირჩევა. დიზაინი იმდენად უცხოა, რომ Akon City-ს მსგავსი ქალაქები ინსპირაციის წყაროდაც კი იყენებენ. სავარაუდოდ სწორედ ასეთი იქნება აფრიკაში მდებარე ქალაქები მომავალში.
BRAZIL (1985)

ალტერნატიული და ერთი შეხედვით აბსურდული დიზაინის გამო ეს ფილმი არქიტექტორებს ნამდვილად დააინტერესებთ. მაყურებელს შეუძლია, იმ ტექნოლოგიასაც დააკვირდეს, რომლითაც ქალაქებს აშენებენ.
EX MACHINA (2014)

ფილმში მონაწილეობას იღებს ალისია ვიკანდერი, რომელიც რობოტის როლს ასრულებს. არქიტექტორები, რომლებსაც მომავლის დიზაინი აინტერესებთ, არაერთ დეტალს იხილავენ ამ ფილმში.
GHOST IN THE SHELL (1995)

ფილმში მოქმედება 2029 წელს ვითარდება. მთავარი პერსონაჟი იაპონიაში მოგზაურობს. ამ თავგადასავლის დროს მაყურებელს აქვს საშუალება, იხილოს ამ ქვეყანაში მდებარე არაერთი ნაგებობა. როგორც რეჟისორი აღნიშნავს, ამ ქალაქის ინსპირაციის წყარო 1990-იანი წლების ჰონგ კონგი და მისი სტილია.
THE GRAND BUDAPEST HOTEL (2014)

ფილმი 1930-იან წლებს აღწერს. მოქმედება სასტუმროში მიმდინარეობს. ფილმი ვიზუალურად ძალიან უცხოა გამორჩეული ფერების და სიმეტრიული კომპოზიციების გამო. აღსანიშნავია შენობის ინტერიერიც, რომელიც უეს ანდერსონისთვის დამახასიათებელ სტილშია.
HER (2013)

მსგავსად შავი პანტერისა, ეს ფილმიც მომავლის სამყაროზე უქმნის წარმოდგენას მაყურებელს. მთავარი გმირი ქალაქში მოგზაურობს, რომელშიც არაერთი უჩვეულო ნაგებობაა.
INCEPTION (2010)

ყველასთვის ცნობილი ფილმი არქიტექტორული ნამუშევრებითაც არის შთამბეჭდავი. 2010 წლის შემდეგ ეს ნაგებობები არაერთი დიზაინერისთვის ყოფილა ინსპირაციის წყარო. BIG-ის თანამშრომელი, ბიარკ ინგელსი, აცხადებს, რომ სულ ცდილობდა მისი ნამუშევრები დამსგავსებოდა ამ ფილმში ნაჩვენებ ნაგებობებს.
THE MATRIX (1999)

ფილმი უნიკალურ ნაგებობას წარუდგენს მაყურებელს, რომელიც განსხვავებული ინტერიერით გამოირჩევა. ამავდროულად, ოთახების განლაგება და სტილი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის შენობას.
METROPOLIS (1927)

1927 წელს გადაღებული ფილმისთვის ინსპირაციის წყარო ნიუ-იორკი და მისი ნაგებობები იყო. არქიტექტორისა და დიზაინის მოყვარულებს შეუძლიათ იხილონ არაერთი დეტალი და სტრუქტურა, რომლებიც მხოლოდ ამ ფილმშია.
MON ONCLE (1958)

1958 წელს გადაღებული ფრანგული ფილმი განსაკუთრებით მოეწონებათ არქიტექტორებს. ეს ნამუშევარი მრავალ სახლს აჩვენებს მაყურებელს, ზოგი მათგანი ქალაქში მდებარეობს, ზოგიც ქალაქგარეთ.
PARASITE (2019)

2019 წელს გადაღებული ფილმი იმდენად ცნობილია, რომ წარდგენაც კი არ სჭირდება. ამ ფილმში არქიტექტურას დიდი ყურადღება ენიჭება, რადგან ის ადგილები, რომლებშიც პერსონაჟები ცხოვრობენ, სიმბოლურია და მათ ხასიათს ხაზს უსვამს.
HIGH-RISE (2015)

ფილმი J.G. Ballard-ის ნოველის მიხედვით არის გადაღებული. მთავარი პერსონაჟი არქიტექტორია, რომელიც საკუთარ ნამუშევრებს წარუდგენს მაყურებელს. მისი ნაგებობები არ არის ჩვეულებრივი და განსხვავებულ ხედვითაა შექმნილი.