„Spirit Award“-ის ნომინაციებს ელაიზა ჰიტმენის ფილმმა ულიდერა

Photo Credits to Film Independent

რამდენიმე დღის წინ Film Independent-ის Youtube არხზე ოლივია უაილდმა, ლავერნ კოქსმა და ბერი ჯენკინსმა „Spirit Awards“-ის ნომინანტები წარადგინეს. დაჯილდოება წლის განმავლობაში მასშტაბური საპროდიუსერო კომპანიებისაგან დამოუკიდებელი კინოხელოვანების შექმნილ ნამუშევრებს აფასებს. წლევანდელი ნომინანტების სიის ლიდერი 7 ნომინაციით ელაიზა ჰიტმენის ფილმია „არასდროს, იშვიათად, ხანდახან, ყოველთვის“.

აღსანიშნავია, რომ მთავარ ჯილდოზე წარდგენილი ფილმებიდან სამის რეჟისორი ქალია, საუკეთესო რეჟისორის წოდებისათვის კი ოთხი ქალი იბრძვის. წლევანდელ დაჯილდოებაზე პირველად დაამატეს სატელევიზიო სერიალების კატეგორია, რომელშიც 3-3 ნომინაცია „Unorthodox“-მა და „პატარა ამერიკამ“ მოიპოვეს.

ჯერჯერობით უცნობია, კვლავ წაიყვანს თუ არა დაჯილდოებას ობრი პლაზა, რომელიც უკანასკნელი ორი შოუს წამყვანი გახლდათ.