Hollywood Reporter-ის ვებ–გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „სამეფო კარის თამაშების“ შემდეგი ნაწილი მაყურებელმა შეიძლება ანიმაციის სახით იხილოს. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით HBO-ს ოფიციალური წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

ანიმაციურ სერიალზე, ვებ–გვერდის უცნობი წყაროს მიხედვით, ანიმატორებთან ერთად მწერალი ჯორჯ მარტინიც მუშაობს. სერიალი მარტინის მიერ შექმნილი სამყაროს გაფართოების მორიგი მცდელობაა, რაზეც HBO-ს სხვა პროექტებიც, მათ შორის „House of the Dragon”, მეტყველებს.
„სამეფო კარის თამაშების“ ახალი სერიალის შესახებ ინფორმაცია HBO-ს მიერ დადასტურებული არ არის, თუმცა Hollywood Reporter–ს თუ ვენდობით, მასზე მუშაობა ამჟამად საწყის ეტაპზეა.