ფოტოებში ასახული „უხილავი სიღარიბე“

რადგან ვერ ხედავ, არ არსებობს? – ეს კითხვა ზუსტად გამოხატავს UNICEF China-ის 2008 წლის კამპანიის ფოტოების მთავარ იდეას. კამპანიის მიზანი, ჩინელი ბავშვების „უხილავი სიღარიბის“ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო. უსახლკარო ბავშვები მოხატულნი იყვნენ ისეთ ფერებში, რომლებიც პეკინის გარემოს ერწყმოდა და მათ შეუმჩნეველს ხდიდა.

Photography and Body Painting by Kevin Lee, Haohui Zhou, and Bin Liu

კამპანიის მთავარ გზავნილს, უსახლკარო ბავშვების გვერდით მდგარი ნიშანი გამოხატავს, წარწერით „არ დამაიგნორო“. წარწერა ერთადერთია, რაც მათ არსებობას აგებინებს გამვლელებს და ამავდროულად, 1.5 მილიონი უსახლკარო ჩინელი ბავშვის სათქმელს ამბობს.

Photography and Body Painting by Kevin Lee, Haohui Zhou, and Bin Liu

მიუხედავად იმისა, რომ კამპანია ცამეტი წლის წინ დაიწყო , ეს ფოტოები წელს გავრცელდა ვირუსულად და შეძლო ხუთი დღის განმავლობაში 30,000$-ის შეგროვება ამ ბავშვების დასახმარებლად. შეიძლება, ამას დღევანდელი მსოფლიო ვითარებიდან გამომდინარე, ადამიანებში გაზრდილმა ემპათიურობამ შეუწყო ხელი, ან ეს ფოტოების ვიზუალური ღრმა აზროვანებისა და სულისშემძვრელობის დამსახურებაა.

რაც არ უნდა იყოს, მათ ყველასთან მიიტანეს მთავარი გზავნილი და შეგვახსენეს ვიყოთ ემპათიურები, თანავუგრძნოთ ადამიანებს ჩვენ გარშემო და გავიზიაროთ მათი გაჭირვება, გვერდის ავლის ნაცვლად.

Photography and Body Painting by Kevin Lee, Haohui Zhou, and Bin Liu