
პარკებს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ახლა, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შემდეგ, მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ქალაქის იდენტურობის ჩამოყალიბებაში მათ საკმაოდ დიდი როლი უჭირავთ. წარმოგიდგენთ 8 გამორჩეულ პარკს, რომლებიც არაერთი არქიტექტორული ნიმუშით და სხვადასხვა პერსპექტივით გამოირჩევიან.
Salesforce Transit Park by PWP and Pelli Clarke Pelli, San Francisco, CA, United States

სან-ფრანცისკოში მდებარე პარკი უცნაური ფორმით, დიზაინით და მნიშვნელობით გამოირჩევა. აქ 11 სხვადასხვა გზაა, რომლებიც პარკს რეგიონთან, შტატსა და ქვეყანასთან აკავშირებს. ტერიტორია საკმაოდ დიდია, ამის გამო ის ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის საყვარელი ადგილია.
Karen Blixens Plads by Cobe, Copenhagen, Denmark


თანამედროვე სტილში შექმნილი პარკი დანიის დედაქალაქში მდებარეობს. ეს პლაზა სტუდენტებისთვის კამპუსსაც წარმოადგენს. არქიტექტორებმა ისეთ ადგილას ააშენეს პარკი, სადაც ბუნების ხედებიც არის და ამავდროულად, ახლად შექმნილი შენობები.
Metropol Parasol by J.MAYER.H, Sevilla, Spain


სევილიაში მდებარე პარკი და იქ განლაგებული შენობები ქალაქისთვის საკულტო გახდა. ამ ყოველივეს გამო სევილიის კულტურული მნიშვნელობაც გაიზარდა. პლაზა ცენტრად იქცა, აქ არაერთი დაწესებულებაა, მათ შორის რესტორნები, ბარები, გასართობი ცენტრები და მრავალი სხვა.
Niederhafen River Promenade by Zaha Hadid Architects, Hamburg, Germany


625 მეტრის სიგრძის პარკი არაერთი ღირშესანიშნაობით გამოირჩევა. ჰამბურგში მდებარე პარკი ზღვის დონიდან 8.60 მეტრზეა, რის გამოც ხედები კიდევ უფრო შთამბეჭდავია.
Luchtsingel by [ZUS] Zones Urbaines Sensibles, Rotterdam, Netherlands


როტერდამში მდებარე პარკი თავიდან ააშენეს, თუმცა ძველი ნაგებობები გადააკეთეს. პარკი ქალაქის ცენტრსაც უკავშირდება და ასევე გარეუბნებსაც.
Park Terrace, Universidad Torcuato Di Tella by RDR arquitectos, Buenos Aires, Argentina


2009 წელს შექმნილი პარკი მწვანე ტერიტორიის სიჭარბით არის ცნობილი. გასაოცარი ხედები, რეკრეაციული არეა, სხვადასხვა დაწესებულებები – ეს ყოველივე ამ პარკის პოპულარობას ზრდის.
Klyde Warren Park by OJB Landscape Architecture, Dallas, TX, United States


დალასში მდებარე პარკი ქალაქის ორ ნაწილს აკავშირებს ერთმანეთთან. აქ უამრავი ხე და მწვანე ტერიტორიაა, რის გამოც პარკს ყოველთვის უამრავი ადამიანი სტუმრობს, როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები.
High Line by James Corner Field Operations and Diller Scofidio + Renfro, New York, NY, United States

პარკი მიტოვებულ ადგილას გაშენდა, ადრე აქ რკინიგზა იყო, თუმცა რადგან ის აღარ ფუნქციონირებდა, ჯეიმს კორნერმა პარკის შექმნა გადაწყვიტა. მისი ინსპირაციის წყარო მანჰეტენზე მდებარე პარკი იყო, როგორც თავად აღნიშნავს.