Pre-Fall 2021 კოლექციები

პარიზის მაღალი მოდის კვირეულის შემდეგ, ბრენდებმა შემოდგომის 2021 წლის კოლექციების ჩვენება დაიწყეს სხვადასხვა ხერხით. ამ კოლექციებს დიდი ყურადღება ენიჭება, რადგან მათი ჩაცმა არაერთი თვის განმავლობაში შეიძლება.

Louis Vuitton
Photo Credits to Louis Vuitton
Photo Credits to Louis Vuitton

რომანტიზმი, სპორტული ტანსაცმელი, ახლად აღმოჩენილი აქსესუარები – ასე შეიძლება ნიკოლა ჟესკიერის კოლექციის დახასიათება. შედეგად კოლექცია სპორტული, ლუი ვიტონის სტილისთვის დამახასიათებელი და არაერთგვაროვანია. ფოტოები, რომლებითაც ეს ნამუშევრები გავრცელდა, თავად დიზაინერმა გადაიღო.

Proenza Schouler
Photo Credits to Proenza Schouler
Photo Credits to Proenza Schouler

თავისუფალი სტილი არასაჭირო გართულების გარეშე – ამ კოლექციის დახასიათება ასე შეიძლება.

Max Mara
Photo Credits to Max Mara
Photo Credits to Max Mara

ბრენდის ახალი კოლექცია სამხედრო სტილის ჭრილებით გამოირჩევა, დიდი ჯიბეები, ქამრები და ჯარისკაცის ფორმისთვის დამახასიათებელი ფერები – სწორედ ასეთია მაქს მარას უახლესი ნამუშევრები.

Etro
Photo Credits to Etro
Photo Credits to Etro

ბრენდის ფუნდამენტი ბოჰემა და ამ ყოველივესთვის დამახასიათებელი სტილია. 2021 წლის კოლექციაც არ იყო გამონაკლისი, თუმცა აქვე არის 70-იანი წლების სტილი.

Givenchy
Photo Credits to Givenchy
Photo Credits to Givenchy

მეთიუ ვილიამსონმა აღნიშნა, რომ მისთვის ინსპირაცია დღევანდელი რეალობა იყო. მას სურდა ამ კოლექციით, არ დაეკარგა ტრადიციები და ამავდროულად ახალი შეექმნა.

Moschino
Photo Credits to Moschino
Photo Credits to Moschino

ჯერემი სკოტი ჩვეულ სტილს არც ამჯერად ღალატობს. კოლექცია მრავალფეროვნებით და სხვადასხვა მატერიით შექმნილი ნამუშევრებით გამოირჩევა.

Dior

 

Photo Credits to Dior
Photo Credits to Dior

ბრენდის კრეატიული დირექტორისთვის ინსპირაციის წყარო რენესანსი და ამ დროს მოღვაწე მხატვრები იყვნენ, როგორებიცაა პაოლო უჩელო, მიზზა ბრიკარდი და მრავალი სხვა. შედეგად პარიზისთვის დამახასიათებელი სტილის კოლექცია მივიღეთ.

Oscar de la Renta
Photo Credits to Oscar de la Renta
Photo Credits to Oscar de la Renta

დიზაინერებმა, ფერნანდო გარსიამ და ლაურა კიმმა, კოლექცია ოპტიმისტურ ფერებში შექმნეს. ბრენდისთვის დამახასიათებელი სტილი კვლავ შენარჩუნებულია.