ჯონ მენდელსონის ვერტიკალური სინათლით ინსპირირებული ნამუშევრები

ჯონ მენდელსონის მსგავსი არტისტები ძალიან იშვიათია. ის ფერებს განსხვავებულად იყენებს ნამუშევრებში. მას უმუშავია არაერთი ტექნიკის გამოყენებით, მათ შორის აკრილი, მინქაფა და მრავალი სხვა. 1970-იან წლებში, როდესაც ხელოვნებაში ნეო-ექსპრესიონიზმის ხანა დაიწყო, ჯონი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, თუმცა მან სულ მალე აღმოაჩინა, რომ ამ სტილის ნამუშევრების შექმნა სურდა.

John Mendelsohn, Courtesy David Richard Gallery
John Mendelsohn, Courtesy David Richard Gallery
John Mendelsohn, Courtesy David Richard Gallery
John Mendelsohn, Courtesy David Richard Gallery

ბუნებრივია, რომ არ იყო მარტივი მისთვის, უნიკალური სტილი განევითარებინა. 20 იანვრიდან დღემდე მისი გამოფენა ეწყობა დეივიდ რიჩარდის გალერეაში, რომელიც გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით. მაყურებელს შეუძლია, ორი სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები იხილოს.

John Mendelsohn, Courtesy David Richard Gallery
John Mendelsohn, Courtesy David Richard Gallery

ჯონი იმით გამოირჩევა, რომ ფერებს, სინათლეს და ჩრდილებს უდიდეს ყურადღებას აქცევს. მის ნამუშევრებში ჭარბობს იასამნისფერი, ლურჯი და მწვანე ფერი. ამ ტექნიკის წყალობით, ჯონ მენდელსონის ნახატების ვიზუალური ეფექტი იცვლება.

John Mendelsohn, Courtesy David Richard Gallery
John Mendelsohn, Courtesy David Richard Gallery

LINEAS-სთან ინტერვიუს დროს ჯონ მენდელსონმა განაცხადა, რომ მას ბავშვობიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მხატვარი გახდებოდა. მას მშობლები ძალიან ეხმარებოდნენ. მან აღნიშნა, რომ მისთვის მისაბაძი ვინსენტ ვან გოგია. მისი გამორჩეული კარიერის გამო ის არაერთი პრიზის მფლობელი გამხდარა.

John Mendelsohn, Courtesy David Richard Gallery
John Mendelsohn, Courtesy David Richard Gallery