
ხელოვნების სფეროში არასაკმარისი ყურადღება ენიჭებათ ისეთ არტისტებს, რომლებიც ორ განსხვავებულ სტილს აერთიანებენ. სტეფან პუსეი მსგავს ნამუშევრებს ქმნის. 1952 წელს დაბადებული არტისტი, სამხრეთ ლონდონში გაიზარდა. ის წმინდა მარტინის ხელოვნების სკოლაში დადიოდა – ამ დროს საფუძვლიანად დაეუფლა ხელოვნებას და გადაწყვიტა, რომ აუცილებლად არტისტი უნდა გამხდარიყო. მან პირველად ყურადღება 1977 წელს მიიქცია, როდესაც ლონდონის სამხრეთ ნაწილში ფრესკები დახატა.


1986 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა სტეფანი ამერიკაში მიიწვია. მან გადაწყვიტა, რომ შტატებში გადასულიყო და სწორედ აქ დაიწყო მისი კარიერის ახალი ეტაპი. 2003 წლის შემდეგ, როგორც თავად ხელოვანი აღნიშნავს, მან საკუთარი სტილი აღმოაჩნდა.


„ჩემი ნამუშევრები კალიგრაფიულ სტილსაც მოიცავს, რომლებიც ახალ ელფერს აძლევს ნახატს. მე ვმუშაობ ყოყმანის გარეშე და ვფიქრობ, რომ წარმოსახვის და კრიტიკის გარეშე, ვერაფერს შევქმნი.“


პუსეის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა 2019 წელს, როდესაც მან კოლექცია, სახელად, „Dragon Song“, გამოაქვეყნა. მან აღნიშნა, რომ ეს ნამუშევრები სეულისთვის დახატა. კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში იმ პერიოდში არ იყო შესაფერისი ტემპერატურა, თუმცა გამოცდილების წყალობით, სტეფანმა მაინც მოახერხა ნამუშევრების შექმნა მიუხედავად დროის დეფიციტისა.


დეივიდ რიჩარდის გალერეაში მისი ნამუშევრების გამოფენა ახლაც მიმდინარეობს, ის 2021 წლის 27 იანვარს დაიწყო და 19 თებერვლამდე გაგრძელდება. დამთვალიერებელს შეუძლია, იხილოს კორონავირუსის პანდემიის დროს შექმნილი 11 ნახატი, ასევე 2017, 2018 და 2019 წლების ნამუშევრები.

