ობიექტივის მიღმა: Spencer Not Spencer

ბაირონ სპენსერი, ასევე ცნობილი, როგორც Spencer Not Spencer, თვითდასაქმებული ფოტოგრაფია, რომელმაც საკუთარი თავი ჯერ ქუჩის ფოტოგრაფიაში, შემდეგ კი – მოდის ინდუსტრიაში აღმოაჩინა.

Picture Credits to Motel Pictures Company

სპენსერს ფოტოგრაფობაზე არასდროს უოცნებია, მან ბავშვობაში მუსიკას მიჰყო ხელი და ფლეიტის დაკვრა ისწავლა, თუმცა ამბობს, რომ როცა ფოტოების გადაღება დაიწყო ამ სფეროზე მიყოლა მისთვის ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად ამისა, ფოტოგრაფობის გაგრძელებას მხოლოდ მანამდე აპირებს, სანამ მობეზრდება. 

ბაირონ სპენსერს არაერთ ჟურნალთან უთანამშრომლია, მათ შორისაა „Vogue Australia“, „Nike“, „Antidote“ და „Numero“. მათთან თანამშრომლობის ფარგლებში მის ობიექტივში მოხვედრილან ეზრა მილერი, ალექსა დემი, პარის ჰილტონი, კიმ პეტრასი და სხვები. როგორც თავად ავსტრალიელი, ის ყველაზე ხშირად ავსტრალიურ გამოცემებთან თანამშრომლობს და ამ წრეში საკმაოდ პოპულარულიცაა.

მოდის სფეროში მოღვაწეობის გარდა, ის მრავალი ცნობილი არტისტის საყვარელ ფოტოგრაფადაც კი შეგვიძლია ჩავთვალოთ: ტროი სივანი, კინან ლონსდეილი, Charli XCX, ბარბი ფერეირა, JOJI და სხვები მასთან ერთად არაერთ პროექტზე მუშაობენ. სპენსერი სწორად იჭერს საუკეთესო კადრებს, მაგალითად, მუსიკალური ვიდეოებისთვის, და მათ ერთგვარ ესთეტიკურ, იმავდროულად კი მისტიკურ შესახედაობას აძლევს.

ბაირონ სპენსერი ფოტოების დამუშავების სპეციფიკურ ფორმას იყენებს, მისი ფოტოები ყველგან გამოირჩევა, ასეთი სტილის დამუშავებით თითქოს კვალს ტოვებს თითოეულ ნამუშევარზე და დარწმუნებულია, რომ ფოტოს დანახვისთანავე გვეცოდინება ვინაა მისი ავტორი.

ფოტოგრაფის სხვა ნამუშევრების სანახავად შეგიძლიათ შემდეგ პლატფორმებს ესტუმროთ: