12 ორიგინალური საჩუქრის იდეა ვალენტინობის დღისთვის

ვალენტინობის დღის მოახლოებასთან ერთად იმატებს შფოთვა და ფორიაქი – დიდი ხანი ვფიქრობთ ხოლმე, რა შეიძლება ვაჩუქოთ სიყვარულის დღეს ჩვენს პარტნიორს. ამგვარი არჩევანის გაკეთება წელს განსაკუთრებით რთულია – პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე რთულია სავაჭრო მოლებში საჩუქრების შერჩევა.

თორმეტი გთავაზობთ 12 ორიგინალურ იდეას საჩუქრისთვის, ამასთან, ქვემოთ წარმოდგენილი ყველა პროდუქტი ქართულია და მათი ნაწილის შეძენა ონლაინაც შეგიძლიათ.

სარაჯიშვილი

პირველი ჩვენს სიაში, რა თქმა უნდა, სარაჯიშვილია. სარაჯიშვილი განსაკუთრებული დღეების აღსანიშნად #საუკეთესოსაჩუქარია.

14 თებერვალს საყვარელ ადამიანს (ან სულაც საკუთარ თავს) შეგიძლიათ «სახელობითი Silver» ან «სახელობითი Gold» აჩუქოთ. გამორჩეული ხასიათის ბრენდი, პერსონალური ეტიკეტი და თქვენ მიერ შერჩეული დიზაინი ერთ ჩვეულებრივ დღეს დღესასწაულად აქცევს.

DARAIA

ფერადი დარაია მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ – თქვენ აქ იპოვით თავსაბურავებს, ჰალსტუხებს, ჩანთებს, სხვადასხვა ტანისამოსსა და აქსესუარს. DARAIA-ს ხარისხთან ერთად გამოარჩევს პრინტიც – ბრენდის ყველა პროდუქცია საუკუნეების წინანდელი ქართული პრინტით არის ინსპირირებული.

შიკოლი

თუკი ტკბილეული გიყვართ, შიკოლი საუკეთესო არჩევანია ვალენტინობის დღისთვის. ბრენდი 14 თებერვლისთვის სპეციალურად გთავაზობთ Love ნაკრებებსა და სასაჩუქრე პაკეტებს.

LACOAJ

თუკი ურბანული სტილი თქვენი და თქვენი პარტნიორის ფავორიტი სტილია, ლაკოაჟი ხარისხიან და ტრენდულ სამოსს გთავაზობთ საუკეთესო ფასად – აქ იპოვით ჰუდებს, მაისურებს, სპორტულ ტანისამოსსა და აქსესუარებს, როგორც ქალისთვის, ისე კაცისთვის.

SIDE I SIZE

ფეხსაცმლები, შარფები, ჩანთები და სხვა აქსესუარები ჭრელი და მკვეთრი ფერებით გამოირჩევა, ამასთან მოსახერხებელი, თანამედროვე და, რაც მთავარია, კომფორტულია – ეს SIDE I SIZE-ის ხელწერაა.

LIYA x KÁSHKASH

პირველი ქართული დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი LIYA X KÁSHKASH ფერადი ტუჩსაცხების არჩევანს გთავაზობთ. ხანგრძლივი, კრემოვანი ეფექტის მქონე ბუნებრივი ტუჩსაცხები უზრუნველყოფს საშუალო დონის დაფარვას, ატენიანებს ტუჩის კანს და ტოვებს ხავერდოვან შეგრძნებას. მარგალიტისებრი იისფრიდან ალისფერ წითლამდე – ამ ხაზის ფერები შთაგონებულია მზის სინათლით დღის სხვადასხვა მონაკვეთში.

მუზარადი

თანამედროვე, ოღონდ ისტორიით შთაგონებული თავსაბურავი თანაბრად პოპულარულია ქალებშიც და მამაკაცებშიც. მუზარადი შლემების, ჰუდების, პანამებისა და ნაქსოვი ქუდების ფართო არჩევანს გთავაზობთ.

როუზბადი

როუზბადი ქართული პრემიუმ ხარისხის წინდებთან ერთად გვთავაზობს ბევრ სხვა აქსესუარსაც, რომლებიც მკვეთრი ფერებით გამოირჩევა. აქ იპოვით ბამბუკისა და ბამბის წინდებს, შარფებს, ქუდებს და სხვა აქსესუარებსაც, მათ შორის სახლისთვის.

უსული

თუკი ეკომეგობრული წყვილი ხართ, უსული ნამდვილად შესაბამისი ბრენდი იქნება საჩუქრის შესარჩევად – აქ ყველა ფეხსაცმელი განსხვავებული და უნიკალურია, შეუძლებელია ნარჩენი ქსოვილებისგან ორი ერთნაირი წყვილი შეიკეროს.

Lovestars

თუკი სიმარტივე და უბრალოება გიზიდავთ, Lovestars საჩუქრის შესარჩევად იდეალური ადგილია. ბრენდის პიჯაკები, შარვლები, ქვედაბოლოები  და ფეხსაცმლები ავთენტურობისა და პრაქტიკული სტილის ჰარმონიული სინთეზია.

საბა

ერთი წიგნის შერჩევა ყოველთვის ძნელია – თუ თქვენი პარტნიორისთვის წიგნების კითხვა თავგადასავალია, საბას აპლიკაციის რამდენიმეთვიანი პაკეტი საუკეთესო საჩუქარი იქნება – წიგნები და აუდიოწიგნები რამდენიმე ენაზეა ხელმისაწვდომი, ამასთან, თქვენ გექნებათ ამოუწურავი წვდომა საბას მრავალათასიან ბიბლიოთეკაზე.

Vodkast

არაფერი ჟღერს უფრო რომანტიკულად, ვიდრე ფირსაკრავზე მოსმენილი მუსიკა. Vodkast ფირსაკრავების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. თუკი უკვე ფლობთ ფირსაკრავს, შეგიძლიათ მათთანვე შეიძინოთ ახალი ან მეორადი ფირფიტები.

ცხადია, სასურველი და სასიამოვნო საჩუქრების სია ამოუწურავია და ნებისმიერი საჩუქარი, რომელსაც სიყვარულით და გულისყურით შეარჩევთ, აუცილებლად გაახარებს თქვენს საყვარელ ადამიანს.