UnderMilan: ორი იტალიელი ფოტოგრაფის უჩვეულო პროექტი

Photo Credits to Tiziano Demuro and Sergio Raffaele

UnderMilan – ორი იტალიელი ფოტოგრაფის პროექტია, რომლის ფარგლებშიც ისინი მილანის მეტროებში იღებენ ფოტოებს და აქვეყნებენ ინტერნეტ სივრცეში. მიუხედავად კორონავირუსის გავრცელებისა, მათ მაინც გააგრძელეს ფოტოების გადაღება უსაფრთხოების წესების დაცვით.

Photo Credits to Tiziano Demuro and Sergio Raffaele
Photo Credits to Tiziano Demuro and Sergio Raffaele

ყოველდღიურად მილანში 1.3 მილიონი მგზავრი გადაადგილდება მეტროს საშუალებით. ამ სტატისტიკის ნახვის შემდეგ ტიციანო დემურომ და სერხიო რაფაელემ გადაწყვიტეს ამ სერიის დაწყება. ტიციანო სარდინიაში დაიბადა, ხოლო სერხიო სიცილიაში, მათ არაერთ ქვეყანაში გადაუღიათ ფოტოები და საერთაშორისო დონის გამოცდილება აქვთ. მილანში, ბრერას ხელოვნების აკადემიაში, ისინი სპეციალურ კურსს ესწრებოდნენ ფოტოგრაფიის შესახებ, რის გამოც მეტრო მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ხოლო საბოლოოდ, ეს ტრანსპორტი ინსპირაციის წყაროდაც იქცა.

Photo Credits to Tiziano Demuro and Sergio Raffaele
Photo Credits to Tiziano Demuro and Sergio Raffaele

პროექტის მიზანი არ ყოფილა მაყურებლისთვის მილანის მეტროს ინტერიერის ჩვენება, არამედ, მათ სურდათ არაორდინალურად წარმოეჩინათ აღნიშნული ტრანსპორტის. დეტალებზე დიდი ყურადღების, არაერთი ინტერპრეტაციის და უნიკალურობის გამო მათი ნამუშევრები ძალიან პოპულარული გახდა და დღემდე აქტუალურია.

Photo Credits to Tiziano Demuro and Sergio Raffaele
Photo Credits to Tiziano Demuro and Sergio Raffaele

ფოტოგრაფებმა ინტერვიუ გამოცემა Domus-სთან ჩაწერეს, რომლის ფარგლებშიც ისაუბრეს პროექტზე და აღწერეს, თუ რატომ გადაწყვიტეს ამ ყოველივეს დაწყება. ისინი არაერთ უჩვეულო მომენტს ხედავდნენ და არ უნდოდათ ეს ყოველივე, დაკარგულიყო.

Photo Credits to Tiziano Demuro and Sergio Raffaele

ფოტოგრაფებმა აღნიშნეს, რომ კორონავირუსმა პროექტის განვითარებას ხელი შეუშალა, თუმცა მათ ბევრი ისეთი ფოტო აქვთ, რომლებიც ჯერ არ გამოუქვეყნებიათ და ამ ყოველივეს გამო ფიქრობენ, რომ Undermilan აქტუალობას არ დაკარგავს. ისინი ამბობენ, რომ გასული წელი რაღაც მხრივ მაინც სასიამოვნო გამოცდილება იყო მათთვის, როგორც ფოტოგრაფებისთვის. უახლოეს მომავალში ამ ფოტოების წიგნად გამოცემა იგეგმება, ამის მისაღწევად სერხიო და ტიციანო დღემდე დაუღალავად შრომობენ, მანამდე კი ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს სოციალურ ქსელებში შეუძლია.

Photo Credits to Tiziano Demuro and Sergio Raffaele
Photo Credits to Tiziano Demuro and Sergio Raffaele