ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართება

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ პრემიერა გაიმართება. უკანასკნელი 27 წლის განმავლობაში ეს პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება, რომლის პრემიერაც ბერლინალეს მთავარ კონკურსში გაიმართება.

სანდრო კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

შეგახსენებთ,  რომ 27 წლის წინ, 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს „უძინართა მზე“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ გადაეცა.