Brooklyn 9-9 მაყურებელს მერვე სეზონით დაემშვიდობება

Photo Credits to FOX

პოპულარული სიტკომი „Brooklyn Nine-Nine“ ტელემაყურებელს მერვე სეზონით დაემშვიდობება. ინფორმაცია სერიალის შემქმნელმა დენ გორმა ტვიტერზე გაავრცელა.

„Brooklyn 9-9“ Fox-ზე 2013 წელს დაიწყო, მეხუთე სეზონის შემდეგ კი NBC-ზე გადმოინაცვლა. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის კომიკურ თანამშრომელთა როლებს ენდი სემბერგი, მელისა ფუმერო, სტეფანი ბეატრისი და სხვები ასრულებენ. სიტკომის უკანასკნელ სეზონში სერიალის ისტორიაში ყველაზე ნაკლები, ათი სერია იქნება და არხის ეთერში 2021-2022 წლების სეზონში გავა.

მაიკლ შურისა და დენ გორის შექმნილ სიტკომს 2 ემი და 2 ოქროს გლობუსი აქვს მოპოვებული. ქართველ მაყურებელს სერიალის ყურება Netflix-ზე შეუძლია.