დონალდ გლოვერი და ფიბი უოლერ-ბრიჯი სერიალში „მისტერ და მისის სმიტები“ ითამაშებენ

Photo Credits to LADBible

მაყურებლისა და კრიტიკოსების ფავორიტი კომიკოსები დონალდ გლოვერი (Childish Gambino) და ფიბი უოლერ-ბრიჯი „მისტერ და მისის სმიტების“ ტელეადაპტაციაში მთავარ როლებს შეასრულებენ. სერიალს Amazon Studios გადაიღებს და სტრიმინგ-პლატფორმაზე 2022 წელს განათავსებს.

პროექტის პროდიუსერი, გლოვერსა და უოლერ-ბრიჯთან ერთად, „ფარგოს“ სცენარისტი ფრანჩესკა სლოუნია. სერიალის სიუჟეტი ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის მონაწილეობით 2005 წელს გამოსული იმავე სახელწოდების ფილმის კომედიური გადამღერება იქნება.

დონალდსა და ფიბის აქამდე ერთად „ვარსკვლავური ომების“ ანთოლოგიის ფილმში „Solo“ აქვთ ნათამაშები. ორივე მსახიობი ოქროს გლობუსისა და ემის რამდენიმე ჯილდოს მფლობელია.