აღმოაჩინე არტისტი: SOPHIE

„ფენომენალური“ არის ერთადერთი სიტყვა, რომელიც ისეთ მუსიკოსს დაახასიათებს, როგორიცაა SOPHIE.  მისი მუსიკა სცდება ჟანრების საზღვრებს, ამბობს ახალ, უნიკალურ სიტყვას ინდუსტრიაში და  თავის კვალს ატყობს თითოეულ სიმღერას, რომელსაც ეხება. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ 34 წლის ხელოვანი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ამ სტატიით გაგაცნობთ „მომავლის ადამიანის“ ორიგინალურ შემოქმედებას.

მუსიკით დაინტერესება SOPHIE–მ ძალიან ადრე დაიწყო, მამამისის გავლენით. მომღერალი „ლენი ლეთერთან“ ინტერვიუში იხსენებს, როგორ უსმენდა ელექტრონულ მუსიკას მასთან ერთად, შემდეგ კი ჩანაწერებს იპარავდა და მუდმივად უსმენდა. „ოთახში ვიკეტებოდი, სანამ ალბომს არ შევქმნიდი“– ამბობს SOPHIE და საუბრობს თავისი დის ქორწილზე, რომელმაც DJ–ის საქმიანობაშიც გაუჩინა მას ინტერესი.

მომღერალმა და DJ-მ მოღვაწეობა თავიდან ანონიმურად დაიწყო, პირველად მისი სახე მსმენელმა სინგლის „It’s Okay To Cry“ გამოსვლისას იხილა. SOPHIE მუშაობდა ისეთ მომღერლებთან, როგორებიც არიან Charli XCX, ლედი გაგა, მადონა, კიმ პეტრასი და სხვები. Charli XCX–ის EP–ის უდიდესი ნაწილის პროდიუსერია, ისევე, როგორც ლედი გაგას Chromatica–ს ერთ–ერთი ვერსიის, თუმცა ის ოფიციალურ ვერსიად არ შეირჩა.

SOPHIE არაერთი მიღწევით გამოირჩევა, მათ შორისაა ის ფაქტი, რომ ერთ–ერთია სამი ტრანსგენდერი ქალისგან, რომელიც გრემიზე იყო ნომინირებული. მისი ნომინაცია საუკეთესო ელექტრონული ალბომის კატეგორიაში იყო წარდგენილი 2017 წელს გამოსული ალბომისთვის „Oil of Every Pearl’s Un-Insides“, რომლის მიღმაც ფრაზა „I love every person’s insides“ იმალება.

ეს არტისტი ინსპირაციაა არაერთი ცნობილი მუსიკოსისა, მისი მუსიკა სცდება ჩარჩოებს, ქმნის სრულიად განსხვავებულ ჟღერადობას და თითოეული სიმღერით ამტკიცებს, რომ ამ მომღერლის გავლენა მუსიკალურ სამყაროზე უდიდესია.

მომღერლის შემოქმედების გასაცნობად გთავაზობთ რჩეულ ხუთ სიმღერას:

SOPHIE-ს ოფიციალური გვერდი Spotify-ზე.