ლუიჯი გირის ფოტოების მიხედვით შექმნილი ნახატები

სანამ ფოტოგრაფი ლუიჯი გირი ამ სფეროში დაიწყებდა მოღვაწეობას, ის მიწებს ზომავდა, მათ მდგომარეობას ამოწმებდა და ეს იყო მისი პროფესია. ის მალე მიხვდა, რომ ეს ყოველივე არ აინტერესებდა და ფოტოების გადაღება დაიწყო. იტალიელი არტისტი ძალიან პოპულარული გახდა, რადგან მისი ნამუშევრები რეალისტური, უცხო და ვიზუალურად ლამაზი იყო.

2020 წელს მხატვარმა მეტ კონორმა ლუიჯი გირის გამოფენა მოაწყო ნიუ-იორკის მეთიუ მარკის გალერეაში. ამ ღონისძიების სათაური იყო The Idea of Building. შოუმ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ფოტოებში დაცულია ის პრინციპები, რომლებიც ხატვას თან ახლავს. კონორმა აღნიშნა, რომ ეს ნამუშევრები თითქმის დახატულია და არა უბრალოდ გადაღებული. ეს ყოველივე იყო მისთვის მნიშვნელოვანი, როდესაც ლუიჯი გირის ნიმუშებით დაინტერესდა.

კონორმა შექმნა ნახატები, რომლებიც ფოტოების იდენტურია, მისი ნამუშევრები აბსტრაქტული, მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისთვის. ის კვლავ აგრძელებს ფოტოგრაფის ნამუშევრების ძებნას იტალიის არაერთ არქივში და მომავალში არაერთი გამოფენის მოწყობას გეგმავს.