
ნანგრევები, ფრაგმენტები და ნაწილები ყოველთვის საინტერესო იყო არტისტებისთვის. ისინი ამ ყოველივეთი მუდმივად ქმნიდნენ შედევრებს. საუკუნეების განმავლობაში არაერთი ხელოვანი მოიძებნება, რომლებიც განსხვავებულად უყურებდა მსგავსი ტიპის „მასალას“. ერთ-ერთი პირველი პერსი ბუშერი იყო, რომელმაც ისტორიისა და უძველესი დროის ნიმუშების შესწავლის შემდეგ გადაწყვიტა ამ სფეროში გაეგრძელებინა მოღვაწეობა. მისი ნამუშევრები არაერთი ხელოვანისთვის ყოფილა მისაბაძი, რადგან ისინი ამოუცნობი და ამავდროულად ბევრის მთქმელია.

Not Vital

არტისტი 1948 წელს დაიბადა, მან მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სტუდია შექმნა, რომლებშიც ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. ავსტრიის თანამედროვე მუზეუმი მის ნამუშევრებს დღემდე წარადგენს. მისი აზრით, ქაოსი ძალიან საინტერესო ფენომენია.
Doris Salcedo

1958 წელს დაბადებული ხელოვანი არაერთი ინსტალაციის ავტორია. ის კოლუმბიაში დაიბადა და მისი 548-ნაბიჯიანი სანახაობა საზღვრებს და ამ ფენომენს ორიგინალურად წარადგენს. ამ ყოველივეს შექმნა მან თანამედროვე არქიტექტურის უარყოფითი მხარეების საჩვენებლად გადაწყვიტა.

Baptiste Debombourg



პარიზში მოღვაწე არტისტი 1978 წელს დაიბადა, ის გალერეების განუყოფელი ნაწილი გახდა მას შემდეგ, რაც მსგავსი ტიპის ნამუშევრები შექმნა. მის ცხოვრებაში მუსიკას დიდი როლი აქვს, ის ინსტალაციების დროს ყოველთვის უჩვეულო ტიპის მუსიკას არჩევს და სანახაობას ორმაგად საინტერესოს ხდის.
Cornelia Parker



1956 წელს დაბადებული არტისტი ამ სფეროში 40 წელზე მეტია რაც მოღვაწეობს. ის ამბიციურობით გამოირჩევა და ყოველთვის ცდილობს, თანამედროვე სამყარო აღწეროს ყოველგვარი შელამაზების გარეშე. კლიმატის ცვლილება, ძალადობა, თავისუფლება, ბრძოლა – ეს ის თემებია, რომლებიც უხვად არის წარმოდგენილი მის ნამუშევრებში.