საქართველოდან 8 არქიტექტურული პროექტი ევროკავშირის თანამედროვე არქიტექტურის პრიზის ნომინანტებს შორისაა

Photo Credits to CREATIVE EUROPE

თანამედროვე არქიტექტურაში მიღწეული წარმატების აღსანიშნავად ევროკავშირის პრიზი ყოველ მეორე წელს გაიცემა. ის გამორჩეულ და უნიკალურ არქიტექტურულ ნამუშევრებს აჯილდოებს ევროპის მასშტაბით. ამ ყოველივეს მიზანია, აამაღლოს ცნობიერება ხარისხიანი არქიტექტურის შესახებ. ასევე ის ხაზს უსვამს მოქალაქეთა კეთილდღეობას კონტინენტის მასშტაბით და ევროპული ქალაქების და სოფლების მდგრად განვითარებას.

8 არქიტექტორული პროექტი საქართველოდან ევროკავშირის პრიზზეა ნომინირებული. აღსანიშნავია, რომ პრიზის მისაღებად განაცხადი 41 ქვეყნის 279 ქალაქმა შეავსო, ნამუშევრების რიცხვი კი 449 იყო. წელს პირველად მოხვდნენ ნომინანტებში სომხეთი, მოლდოვა, ტუნისი.

2003 წლის შემდეგ ნომინანტები კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებიან – სახლების რიცხვი 18.10%-ია, 14,01%-ს შეადგენს უნივერსიტეტები, ხოლო 11.64% მოიცავს მუზეუმებს, თეატრებს, გალერეებს და კულტურულ ნაგებობებს.

გთავაზობთ საქართველოდან ნომინირებულ პროექტებს.

Photo Credits to European Union in Georgia